მოგესალმებით ყველას იოგას ფედერაციის გვერდზე!
იოგას ფედერაცია დაფუძნდა 2009 წელს, ეს არის პროფესიონალ იოგას ინსტრუქტორთა და იოგას ცენტრების გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი პირველი ცენტრი „იოგას-სახლი“ პირველი იოგას ცენტრია საქართველოში (2010-დან)
ჩვენ ვაორგანიზებთ იოგას პროფესიულ და სამოყვარულო კურსებს, ტრენინგებს, სემინარებს, ტურებს და სხვა ღონისძიებებს. ვთარგმნით და ვქმნით შესაბამის ლიტერატურას ქართულ ენაზე (ისტორია, ფილოსოფია, ანატომია, ბიომექანიკა).
2020 წლიდან მოყოლებული ჩვენ მიერ მომზადებული და სერტიფიცირებული ინსტრუქტორები წარმატებით ხსნიან სტუდიებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, საქმდებიან ფიტნეს და სხვა ცენტრებში, რითაც ხელს ვუწყობთ იოგას პოპულარიზაციას მეცნიერულ საწყისებზე დაფუძნებული ცოდნის ბაზით.
ამჟამად ჩვენ მიერ მომზადებულია: 175 ინსტრუქტორი, რომელთა უმრავლესობაც დასაქმებულია.
სალომე სულთანიშვილი რატომ იოგას სახლი? ჩემთვის ამ კითხვაზე პასუხი თავიდან იმან განაპირობა, რომ თბილისში არსებული იოგას სასწავლო ცენტრებიდან ყველაზე თვალსაჩინოდ იოგას სახლს ჰქონდა წარმოდგენილი ინსტრუქტორების პროფესიონალიზმი, საქმისადმი დამოკიდებულება და იოგას პრაქტიკის მნიშველობის გადმოცემა დაინტერესებულთათვის. ამან გადამაწყვეტინა იოგას პრაქტიკის იოგას სახლში დაწყება, რაც დაახლოებით 4 თვის წინ მოხდა. მიზანს რაც შეეხება, ჩემი მიზანი იყო სამუშაო საათების შემდეგ სტრესის შემცირება, ემოციური ბალანსის მიღწევა და სხეულის ტონუსში მოყვანა. რათქმაუნდა თავიდანვე მესმოდა, რომ შესაძლებელია ამისთვისაც ვერ მიმეღწია, ან პირიქით გაცილებით მეტი მიმეღო იოგას სისტემატიური პრაქტიკისგან... ერთი თვის პრაქტიკის შემდეგ მივხვდი რომ ჩემმა მოლოდინმა ცენტრის მიმართ გაამართლა და დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. მომეხსნა წელის ტკივილები, ძალდატანების გარეშე გამისწორდა ხერხემალი, დგომა. მეორე და მესამე თვის განმავლობაში სპორტული აქტივობის დროს შევამჩნიე, რომ სხეულს მეტად ვფლობდი, უფრო მარტივად ზედმეტი მოძრაობის გარეშე გამომდიოდა ყველაფერი, გამიუმჯობესდა სუნთქვა, გაიზარდა ამტანობა, ნაკლებად ვიღლებოდი, შესამჩნევად გამომეკვეთა ქვედა კიდურების და ზედა კიდურების კუნთები, მუცლის პრესი, ვიგრძენი რომ სხეული ტონუსში იყო. შემეცვალა გარე ფაქტორების აღქმა (ამის გადმოცემა ცოტა მოცულობითი გამოვა xD). ამის მიზეზი იოგას სახლში არსებული ტრენერების სწორი ახსნაა, სწორი გადმოცემა ასანების შესრულების და ინდივიდუალური მიდგომა. რაც დრო გადის ვხვდები, რომ იოგას პრაქტიკით ორ დღეში არა, მაგრამ სისტემატიური და სწორი შესრულებით ბევრ შესაძლებლობას აღმოვაჩენ ჩემს თავში და საწყის მიზანს საგრძნობლად გავცდები, ეს კი იოგას სახლის ტრენერების დამსახურებაა. ამ ცენტრში ხდება უმნიშვნელოვანესი რამ ჩემთვის და ყველა დამწყებისთვის- იოგას მნიშვნელობის და პრაქტიკის სწორი ფორმით გადმოცემა !!!
ლიკა აბსანძე იოგას სახლი გამოირჩევა პროფესიონალი გუნდით. ორი თვეა რაც დავდივარ და გული მწყდება რომ ადრე არ დავიწყე ვარჯიში. წარმატებები იოგას სახლს 💜
ლიკა კოსტავა სულ სამი კვირაა რაც იოგას სახლში მოვედი. ეს ჩემი პირველი მცდელობაა იოგას "შევჭიდებოდი". მანამდე საკუთარი მოუქნელობის კომპლექსით ვერიდებოდი, თუმცა ახლა ვფიქრობ რომ ძან სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ამ მოკლე დროში, პირველივე დღიდან ვგრძნობ რომ გონება და სხეული "სუფთავდება" თავისებურად და ის რასაც ყოველდღიურ სტრესს ახლავს თან, ემოციური დაძაბულობა, შფოთვა და ა.შ. უფრო მარტივად სამართავი ხდება. გამიუმჯობესდა ცირკულაცია, რისი პრობლემაც მაქვს ბოლო წლებია. იოგას სახლის უუდიდესი უპირატესობა ინსტრუქტორია, რომელიც ინტენსიურად მუშაობს ყველა ჩვენგანთან, გვეხმარება ტექნიკის სწორად ათვისებაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სამანების (პოზების) შესრულებისას. აქამდე მივლია სხვადასხვა სატრენაჟორო დარბაზებსა და ფიტნეს ცენტრებში, მაგრამ ვარჯიშის დროს უამრავ ენერგიას ვხარჯავდი და ვარჯიშის შემდეგ ძალიან დაღლილი ვბრუნდებოდი უკან. შესაბამისად ყოველთვის მალე ვანებებდი თავს. იოგას შემთხვევაში პირიქითაა, მართალია "ვარჯიშის" დროს ენერგიას ვხარჯავ, მაგრამ თავისებურად საკუთარ თავთან მუშაობის ჰარმონიული პროცესია და ვარჯიშის შემდეგ უფრო მშვიდ ტალღაზე ვაგრძელებ ცხოვრებას.
მარიამ ჩალაძე ძალიან მიხარია, რომ იოგას სახლში მივედი, სადაც არა მარტო ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც საკმაოდ გავძლიერდი. ორთვიანი სიარულის შემდეგ თვითრწმენა მომემატა და მივხვდი, რომ სწორი მიდგომის და ნებისყოფიის შემთვევაში ყველანაირი ასანის შესრულება შეიძლება. იოგას სახლი მეხმარება ვიპოვო სიმშვიდე და სრულიად განვიტვირთო რთული და დამღლელი დღეების შემდგომაც კი. აქ ყოველთვის ძალიან მშვიდი და სასიამოვნო გარემოა და ძალიან კარგი ინსტრუქტორები არიან. განსაკუთრებული მადლობა საუკეთესო ინსტრუქტორს, გიორგის, რომელიც ყოველთვის დეტალურად გვიხსნის როგორ უნდა შესრულდეს თითოეული პოზა სწორად და გვაწვდის ლიტერატურას იოგას შესახებ. იოგას სახლი ძალიან შემიყვარდა და ვცდილობ ყველაფერი, რასაც აქ ვსწავლობ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოვიყენო.
ანა ლომთაძე რატო იოგა? "დჰარმის მაწანწალებს" ვკითხულობდი და მე, ჯეფ რაიდერი, იოგას სახლის ფასდაკლება და 50 ლარი ერთმანეთს დავემთხვიეთ. ამ "დამთხვეულობის" გამო ახლა შთაბეჭდილებებს გიზიარებთ. ზოგჯერ რაღაცეებზე ინფორმაციას კი ფლობ, შეიძლება დაახლოებით წარმოგიდგენია კიდეც რა არის, თუმცა რატო უნდა წარმოიდგინო როცა შეგიძლია გააკეთო. იოგა საინტერესო, ჯანსაღი, სასიამოვნო ურთიერთობაა გარემოსთან და საკუთარ თავთან. ნამდვილი, "ჭეშმარიტი" მომენტების შეგრძნებაა და რა გასაკვირია თუ ძალიან მომწონს. ახლა "ძიებაში" ვარ... საყრდენებს ვეძებ ჩემ სხეულში და თავში. (მადლობა ინსტრუქტორებს, კარგები ხართ) :)
მარიამ თაყაიშვილი სამი თვე უწყვეტად ვიარე აშთანგა ვინიასაზე და შედეგით კმაყოფილი ვარ, ფიზიკურად გავძლიერდი, ხერხემალი არ მტკივა, მჯდომარე მდგომარეობაში დიდი ხმოს ყოფნის მიუხედავად, სამსახურიდან გამომდინარე. მომიწესრიგდა მეტაბოლური პროცესები, მიუხედავად ამისა წონაზე ეს არ მოქმედებს, რადგან სამწუხაროდ ჯერ დიეტით ვერ ვუწყობ ხელს ვარჯიშის პროცესს. ამის მიუხედავად ვგრძნობ, რომ კუნთები ფორმაში მოვიდა. ზოგადად მაღალი ნებისყოფით არ გამოვირჩრვი ფიზიკური აქტივობის კუთხით, თუმცა ის რომ არასდროს მეზარება იოგაზე სიარული არის იოგას სახლში არსებული ძალიან მეგობრული და სასიამოვნო გარემოს დამსახურება. მინდა მანდლობა ვუთხრა ჩემს ტრენერებს, გიორგის, ნინოს და იზას ამ მეგობრობისთვის . ბედნიერი ახალი წელი იოგას სახლს! ❤️
ელენე კრისთესიაშვილი ძალიან ბედნიერი ვარ ,რომ მოვხვდი იოგას სახლში,ადგილი,სადაც თავს ვგრძნობ მშვიდად და ჰარმონიულად,არაჩვეულებრივი გარემო შესანიშნავი ინსტრუქტორები.ერთი თვეა, რაც იოგას სახლში დავდივარ და უკვე ვხედავ ბევრ ცვლილებას,ვხედავ როგორ იხვეწება ჩემი სხეული,უფრო ენერგიული გავხდი,მეტად კონცენტრირებული საკუთარ თავთან,ყოველი იოგას გაკვეთილის შემდეგ თავს უფრო მსუბუქად და მშვიდად ვგრძნობ,რაც ძალიან მახარებს.როგორც ჩვენი ინსტრუქტორი ბატონი გიორგი ამბობს ხოლმე, იოგა ეს ჯანსაღი ცხოვრების წესია სრულიად ვეთანხმები მას და მინდა რომ იოგა ჩემი ცხოვრების წესად იქცეს.
ნიკოლოზ წიქარიშვილი იოგას სახლში დაახლოებით ორი თვის წინ დავიწყე პრაკტიკა და თამამად შემიძლია ვთქვა რომ ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში როგორც სულიერი ისე ფიზიკური თვალსაზრისით მოხდა უდიდესი გარდატეხა. იმისთვის რომ იოგას პრაკტიკამ ასე შთამბეჭდავი ეფექტი იქონიოს ადამიანზე (როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა) რა თქმა უნდა უმთავრესი ფაქტორი თავად პრაკტიკოსის მონდომებასთან ერთად მასთან იოგას სწავლების სწორად მიტანაა. ამისთვის იოგას სახლი იდეალური, სიმშვიდით, კეთილგანწყობით და პროფესიონალებით სასვე ადგილია.
შორენა ზაქაშვილი მოგესალმებით,მე ვარ ძალიან ბედნიერი და გახარებული,რომ მოვხვდი იოგას სახლში, ერთი თვეა რაც დავდივარ და თავს ვგრძნობ ძალიან მსუბუქად , დამეხმარა ჩემი პრობლემების დაღწევაში.მადლობა ყურადღებისთვის რასაც იჩენთ თითიოეული ადამიანის მიმართ. განსაკუთრებული მადლობა გიორგის.
ნანა გამყრელიძე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ როცა იოგათი დავინტერესდი, პირველივე ცდაზე იოგას სახლში მოვხვდი. რატომღაც ადრე მეგონა, რომ იოგა არასოდეს გამომივიდოდა და ბევრი ასანას შესრულება წარმოუდგენელ სირთულედ მიმაჩნდა; იოგას სახლში აღმოვაჩინე საკუთარი შესაძლებლობები და უფრო თავდაჯერებულიც კი გავხდი. ამაში კვალიფიციური ინსტრუქტორები და კომფორტული და მყუდრო გარემო დამეხმარა. იოგას სახლში არასოდეს მიგრძვნია თავი უხერხულად იმის გამო რომ რაღაც კარგად არ გამომდიოდა, პირიქით, დავინახე თუ რამდენად ინდივიდუალურია ყველა ადამიანის შესაძლებლობა და შევაფასე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. იოგას სახლში ვისწავლე თუ როგორ შეიძლება დახარჯო უამრავი ენერგია და ამავდროულად დაისვენო და განიტვირთო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ცხოვრებაში, როდესაც იმდენად დაკავებული ვართ ყოველდღიური პასუხისმგებლობებით რომ ხშირად საკუთარი თავს დღეში 10 წუთსაც ვერ ვუთმობთ. ასეთ დროს კარგია იცოდე რომ საღამოს მიხვალ ადგილას, სადაც დროებით დაივიწყებ ყოველდღიურ წვრილმანებსა და პრობლემებს და მთლიანად საკუთარ გონებასა და სხეულზე მოახდენ კონცენტრაციას. დიდი მადლობა გიორგის, იზას და ნინოს მათი პროფესიონალიზმისა და მეგობრული დამოკიდებულებისთვის!
თამარ ბენდელიანი მიხარია, რომ, ბოლოს და ბოლოს, იოგას დავუკავშირდი. ეს ცოტა დროც საკმარისი იყო იმისთვის, რომ უმოძრაობით დამძიმებულ სხეულში მეგრძნო რესურსი, რომელიც უფრო აქტიურ იოგას პრაქტიკაში და, ზოგადად, უკეთეს ცხოვრებაში დამეხმარება. იოგას სახლი თავად იოგას მეტაფორასავითაა - გადატვირთული ქალაქის ყველაზე ურბანულ ნაწილში შეგიძლია სიმწვანე და სიმყუდროვე აღმოაჩინო, ისევე, როგორც იოგა - აუცილებელ ელემენტად თანამედროვე ცხოვრებისთვის დამახასიათებელ მოუსვენარ ყოველდღიურობაში. დიდი მადლობა ამ გამოცდილებისთვის! სიამოვნებით გავაახლებ კავშირს თბილისში დაბრუნების შემდეგ.
ნატალია ხურცილავა კვალიფიცირებული და ყურადღებიანი ინსტრუქტორები, ინდივიადულური მიდგომა. ვისაც ზურგის ტკივილები აწუხებს და სამსახურში დროის უმეტეს ნაწილს მჯდომარე ატარებს, იმათთვის პირდაპირ მისწრებაა. ყოველი გაკვეთილის შემდეგ ვგრძნობდი როგორ ვიშლებოდი ბეჭებში და ტკივილებიც არაღ მაწუხებდა. მადლობა იოგას სახლს, განსაკუთრებით იზას
მონიკა ლეჟავა „იოგას სახლში“ დამხვდა მყუდრო გარემო, ყოველი ვარჯიში ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო. „იოგას სახლი“ არის ადგილი, სადაც ისვენებ, ივიწყებ ყველაფერს და ხდები უფრო ბედნიერი :). თქვენი საშუალებით ბევრი ახალი გავიგე იოგას შესახებ. ერთი თვის ვარჯიშის შემდეგ მივხვდი რომ არ უნდა შევეშვა იოგას :). აუცილებლად დავბრუნდები. მადლობა „იოგას სახლს“ და ინსტრუქტორებს <3
მარიამ ქლიბაძე "იოგას სახლი" არის ადგილი, სადაც მისვლისაც ყველა პრობლემა გავიწყდება და სხვა სამყაროში ეშვები. მეგობრული გარემო და ყოველ მისვლაზე პოზების დახვეწა საოცარი მოტივაციით გავსებს. ავიმაღლე ტონუსი და როცა ადრე პატარა დატვირთვაზე გული მიმდიოდა ახლა დიდ დატვირთვსაც თავისუფლად ვუძლებ, რაც იოგას პრაქტიკის ჩემი და ნინო იაშვილის დამსახურებაა. გამომისწორდა წონასწორობის პრობლემაც. მადლობა იოგას სახლს, რადგან ცხოვრების ახალი პერსპექტივა დამანახა არა მარტო იოგას პრაქტიკის სფეროში, არამედ მაჩუქა ჩემი თავის რწმენა და სულიერადაც დამხვეწა.
ნინო ბარბაქაძე მოხარული ვარ, რომ თბილისში არსებობს იოგას ისეთი ცენტრი, სადაც დარწმუნებული ვარ ვარჯიშის მიმართ სწორად მიდგომის გამო, ანატომიური ნიუანსების კარგად შესწავლის და გათვალისწინების გამო შეუძლებელია ახალბედამ რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება მიიღოს. რაც იოგას პრაქტიკა დავიწყე, სხეული განთავისუფლთა შებოჭილობისაგნ, ფიზიკური დაღლილობა გამიიშვიათდა, გამიუმჯობესდა კონცენტრაციის უნარი, ადგილი აღარ მრჩება ყოველდღიური და გაშინაურებული სტრესებისთვის, რწმენა მომემატა საკუთარი ძალების მიმართ. მოკლედ, რომ ვთქვა იოგას პრაქტიკული მეცადენეობის 96-ე საათისთვის ჩემი ბედნიერების კოეფიციენტი გაორმაგებულია
ქეთი ყაველაშვილი იოგას სახლში ერთი წელია დავდივარ, კმაყოფილების სრულად გამოთქმა გამიჭირდება, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოვიფარგლები: იოგას სახლში თავს ვგრძნობ როგორც "სახლში". :)
მარიამ ლიკლიკაძე რაც იოგაზე დავიწყე სიარული, ჩემი ცხოვრება ნამდვილად შეიცვალა! ბევრად უფრო მობილიზებული და მოტივირებული ვარ! დამეხმარა ვიყო წელში გამართული, მასწავლა სწორი სუნთქვა, მომცა შინაგანი სიმშვიდე, გავხდი უფრო ელასტიური, რაც დამეხმარა ცეკვაში და სასცენო მოძრაობაში, რაც მე ნამდვილად მჭირდებოდა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. ის გვეხმარება უკეთ შევიცნოთ და წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი.. იოგას სახლში, სადაც დავდივარ, არიან პროფესიონალი ინსტრუქტორები, ისინი გვანახებენ, გვეხმარებიან, გვასწავლიან როგორ უნდა გავაკეთოთ აბსოლიტური სიზუსტით ყოველი ვარჯიში. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ჯგუფის ინსტრუქტორის, ირინა ბურჯიაშვილის ახსნით, ის ინდივიდუალურად უდგება და უხსნის თითოეულ ჩვენთაგანს ყოველივეს. უდიდეს მადლობას ვუხდი YOGA HOUSE_ს, ირინა ბურჯიაშვილს, და საქართველოს იოგას ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი ბერძენიშვილს ასეთი ეფექტური შედეგისთვის!!!!!!
ეკატერინე ბეგაშვილი იოგათი დაახლოებით 2 წლის წინ დავინტერესდი, რადგან ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად დამიხასიათეს. სახლის პირობებში დიდი ხნის განმავლობაში ერთსა და იმავე ე.წ. "დამწყები" დონის პოზებს ვაკეთებდი, მიუხედავად ამისა, მალე მოთხოვნილება გამიჩნდა, კვირაში ერთხელ მაინც მევარჯიშა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ახალი "ჩვევის" დამსახურებით თავს ფიზიკურადაც და მენტალურადაც ბევრად უკეთ ვგრძნობდი. თუმცა ვხვდებოდი, რომ პროფესიონალებთან უშუალო ურთიერთობითა და ვარჯიშისთვის დროის სისტემატურად გამოყოფით სულ სხვა შედეგს მივაღწევდი. "იოგას სახლის" არსებობის შესახებ მალევე შევიტყვე და ნდობის განცდა შორიდანვე გამიჩნდა, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდა, მაშინვე დავიწყე სიარული და ახლა უკვე რთულად წარმომიდგენია, ის რამდენიმე საათი, რომელსაც აქ კვირის განმავლობაში ვატარებ, რამე სხვა საქმიანობით ჩავანაცვლო. თითოეული გაკვეთილი საკუთარ თავში დაუსრულებელი რესურსების არსებობაში გარწმუნებს, რადგან არცერთი ვარჯიში არ არის წინას იდენტური, პროგრესი ზედმეტი დაკვირვების გარეშეც იგრძნობა და ინსტრუქტორებიც შენს ამ წინსვლას მოსდევენ, ყოველ ჯერზე რაღაც შენთვის ახალს გთავაზობენ, რაც მუდმივი სწავლისა და განვითარების მდგომარეობაში გამყოფებს. დროსთან ერთად პოზები რთულდება, მაგრამ თანდათანობით საკუთარი თავისადმი სწორ მიდგომას პოულობ და უფრო მარტივად ჯაბნი ახალ დაბრკოლებებს. ბევრად შემსუბუქებული მდგომარეობა, რომელშიც ტოვებ დარბაზს, კიდევ დიდხანს ნარჩუნდება და მორიგ ვარჯიშზე მიმავალმა უკვე იცი, რომ იქიდან ბევრად მეტი ენერგიითა და გამოღვიძებული კონცენტრირების უნარით გამოხვალ. დისციპლინირებული გარემო და განწყობა, რომლის არსებობაც დარბაზში მყოფ ადამიანებში იგრძნობა, დამამშვიდებლად მოქმედებს და სურვილს გიჩენს, ბოლომდე მიუძღვნა თავი საკუთარ თავზე მუშაობის პროცესს. ყველა ინსტრუქტორი, რომელთანაც შეხება მქონია, თავისი საქმის პროფესიონალია და მაქსიმალურად გეხმარება, მიხვიდე ფიზიკური შესაძლებლობების იმ ლიმიტამდე, რომელიც აქ სიარულის დამსახურებით მუდმივი ზრდის მდგომარეობაშია.
მარი ხალიშვილი იოგას სახლის დიდუბის ფილიალი არის ხელსაყრელი გარემო იმისთვის რომ განიტვირთო და საკუთარ თავს დაუხლოვდე იოგას მეშვეობით. ამისთვის დიდი მადლობა ბ-ნ გიორგის, თავისი პროფესიონალიზმისთვის და უდიდესი ყურადღებისთვის. იოგას დიეტასთან ერთად ერთი თვის მანძილზე დავიკელი 5 კგ. მომეხსნა კისრის და ზურგის ტკივილი. ეს უდავოდ აისახება მთელი დღის განწყობაზეც.
ანანო გურჩიანი ორსულობის მე-13 კვირიდან გადავწყვიტე მივსულიყავი ,,იოგას სახლში" და ვიარე 35 კვირის ჩათვლით. ვარჯიშთან ცუდი დამოკიდებულების გამო მეგონა, რომ ერთ თვეში მომბეზრდებოდა და თავს დავანებებდი, მაგრამ იოგა არ აღმოჩნდა უბრალოდ ვარჯიში! სამუშაო დღის მერე, რა დაღლილიც არ უნდა მივსულიყავი, იქედან დამშვენებული და დასვენებული გამოვდიოდი. იოგა არის სულიერი და ფიზიკური განტვირთვა! მშობიარობა იყო საოცრად ადვილი, ფაქტობრივად 3 წუთში მოხდა ყველაფერი (ყველანაირი გართულების გარეშე). ექიმმაც აღნიშნა, რომ ეს სწორად გაკეთებული იოგას დამსახურება იყო. ორსულთა ინსტრუქტორი - ნინო იაშვილი, არის საუკეთესო! ნინო ყველას გვიდგებოდა ინდივიდუალურად, იყო ძალიან ყურადღებიანი და არ გამორჩებოდა არასწორად გაკეთებული არც ერთი პოზა (მაშინვე მოვიდოდა და გაგვისწორებდა). მოკლედ, ყველა ორსული ვალდებულია იაროს იოგაზე ,,იოგას სახლში"!
ნინი ხოსიტაშვილი 1 თვეა რაც ოცნება და ჩანაფიქრი განვახორციელე და იოგათი დავკავდი. მანამდე, შინაგანად ყოველთვის ვგრძნობდი რომ იოგა იყო ცხოვრების ერთ-ერთი კომფორტი თავისი გამაჯანსაღებელი სარგებელით. ახლა კი ვხვდები, რომ რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა ისეთ გარემოში როგორიც იოგას სახლია. ძალიან მაგარი პროფესიონალის, გიორგი ბერძენიშვილის მშვიდი აურა და ყოველთვის დაუზარელი, ინდივიდუალური მიდგომა მეხმარება რთული ვარჯიშების შესრულებაში, რის შემდეგაც ხვდები რომ იოგა იმაზე მეტია ვიდრე უბრალოდ ვარჯიში. დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ვფიქრობ ყველაფერზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ იოგას სახლში ჩემს ორ ძვირფას ადამიამთან-2 შვილთან ერთად დავდივარ))). P.S. "მასწ", მადლობა 7 წლის ბარბარეს უამრავ შეკითხვაზე პასუხებისთვის და მოთმინებისთვის)))
ბექა სუხიტაშვილი ყოველთვის მსურდა იოგას სწავლა, თუმცა მიზეზების გამო ვერასოდეს ვახერხებდი. ერთი თვეა დავდივარ იოგას სახლში და ჩემი სხეულის მოქნილობაში უკვე ვამჩნევ პატარა ცვლილებებს, რაც ძალიან მახარებს. ჩემი წინასწარგანწყობები იმაზე უკეთესად გამართლდა, ვიდრე ველოდი: პროფესიონალი, ყურადღებიანი, დამხმარე ინსტრუქტორები (იზა და ქეთი) და მშვიდი გარემო. ყოველდღიური სტრესისგან თავის დასაღწევად ეს ერთი საათი ჩემთვის უდიდესი შვებაა და მინდა იოგას პრაქტიკა მომავალშიც გავაგრძელო. ხშირად სრულიად ენერგიაგამოცლილი და დაღლილი მივდივარ გაკვეთილზე, სახლშიც ზოგჯერ ვერ ვახერხებ პრაქტიკას მუშაობის შემდეგ, მაგრამ აქ მოსული, ვიცი, რომ "სხვანაირი" ენერგიით ავივსები და დავბრუნდები სახლში და ეს ჩემი მთავარი მოტივაციაა.
მაია ბერბიჭაშვილიმოგესალმებით, მე ვარ მაია ბერბიჭაშვილი - სერთიფიცირებული იოგას ინსტრუქტორი ჯივამუკტი იოგაში და ატმანანდა იოგაში. ვცხოვრობ და ვმუშაობ ამერიკაში. ნამდვილად არ ვიცი როგორ მოვახერხებდი სულიერი სიმშვიდის და დისციპლინის შენარჩუნებას ამ მოკლე ვიზიტის დროს საქართველოში,რომ არა ჩემი ქართველი გურუ/მასწავლებელი გიორგი ბერძენიშვილი. დიდი მადლობა გიორგი რომ დაარსე მრავალმხრივ გამაჯანსაღებელი ცენტრი იოგას სახლი. გმადლობთ იმ სიხარულისთვის და შემართებისთვის რომლითაც ვიღვიძებდი და მივემართებოდი თაბუკაშვილზე, მესამე სართულზე მდებარე განათებულ,კარგი ენერგიით დატვირთულ სტუდიაში, სადაც ვზეიმობთ საკუთარ თავს,ვიხსნით დაძაბულობას,ვეუფლებით ფიზიკურ მოქნილობას და სიძლიერეს, სულიერ სიღრმეს და გონებრივ სიმშვიდეს. სადაც გავიცანი ბევრი თანამოაზრე და კიდევ რამოდენიმე საკმაოდ გამოცდილი ინსტრუქტორი. ჩემი აზრით აქ ყველა პოულობს იმას, რასაც ეძებს:ფიზიკურ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს თუ მეგობრებს არ ვიცი როგორ და სხვა რა სიტყვებით გამოვხატო მადლიერება ჩემი არა მხოლოდ მასწავლებლის, არამედ მეგობრის,გიორგის მიმართ. ეს საქმიანობა რასაც გიორგი ემსახურება გვეხმარება ქართველებს გავზარდოთ ჩვენი ცნობიერება და გავიხსენოთ მივიწყებული შინაგანი სიბრძნე. მე დავბრუნდები.....
ვიქტორია ცხონდია გამარჯობა,იოგას სახლში მოსვლით ჩემი ძალიან დიდი ხნის სურვილი ავისრულე და მინდა ვთქვა, რომ ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა, რაც კი ბოლო პერიოდში მიმიღია. ძალიან კარგი, მშვიდი გარემო, არაჩვეულებრივი ინსტრუქტორებით, რომლებიც ყველას ინდივიდუალურად უდგებიან და ეხმარებიან. რაც მთავარია, ვარჯიშის შემდეგ მეხსნება სტრესი და თავს უფრო დამშვიდებულად და მოტივირებულად ვგრძნობ. მოკლედ, იოგას სახლი არის ადგილი, სადაც დარწმუნებული ვარ, კიდევ ძალიან დიდ ხანს გავაგრძელებ ვარჯიშს.
რევაზ დავითაშვილი მე-7 თვეა დავდივარ რეგულარულად. ყველა ინსტრუქტორი თავის საქმის პროფესიონალია, ძალიან მშვიდი, დადებითი და პოზიტიური ენერგიით ვივსები ყოგას სახლში შესვლისთანავე. შედეგს რაც შეეხება, ხერხემლის პრობლემებისგან სრულად გავთავისუფლდი, ძალა, მოქნილობა, კონცენტრაცია, ფსიქო-ემოციური სტაბილურობა, იმუნიტეტი, ენდოკრინული და გულ-სისხლძარღვთა სისტემა თითქოს თავიდან დაიბადა და განვითარდა. ყველას ვისაც სურს მუდმივი გონებრივი და ფიზიკური პროგრესირება, ჩემი აზრით იოგა(აშთანგა) ერთერთი საუკეთესო საშუალებაა, რომლის პრაქტიკაც სიცოცლის ბოლომდეა შესაძლებელი...
ეთუნა იორდანიშვილი იოგას სახლი არის ადგილი, სადაც მავიწყდება ყველანაირი დაღლილობა, პრობლემები და ვივსები უდიდესი ენერგიით. ყოველ ვარჯიშზე მაქვს პატარ-პატარა მიღწევები, რაც უდიდეს სტიმულს მაძლევს. მიხარია, რომ აღმოვაჩინე ეს ადგილი, საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებული განსხვავებული ადამიანები და ინსტრუქტორი გიორგი ბერძენიშვილი, რომელიც მუდამ სიახლის ძიებაში გვამყოფებს. ეს მეგობრული გარემო მალევე გახდა ჩემთვის დიდი ოჯახი, სადაც ყოველთვის ბევრს ვსაუბრობთ, ვიღებთ რჩევებს, ვვარჯოშობთ და ვამაყობთ ერთმანეთის მიღწევებით
თათია ხუხია ორსულთა იოგაზე მშობიარობის წინა დღემდე დავდიოდი :D ისე უმტკივნეულოდ მივედი სამშობიარო მდგომარეობამდე ეხოზე ექიმი გაოცებული იყო :)) + ადვილად ვიმშობიარე ^^ ორსულობის პერიოდიც დისკომფორტის გარეშე გავიარე, წელის ტკივილს არ შევუწუხებივარ. დიდი მადლობა უსაყვარლეს ინსტრუქტორს ნინოს <3
ელენე სეხნიაშვილი ძალიან სასიხარულოა, რომ იოგას სახლი გვთავაზობს სპეციალურ ვარჯიშებს ორსულებისთვისაც. არსებობს გარკვეული ცრურწმენა, რომ ადამიანი ორსულობისას “ზედმეტად არ დაიტვირთოს”, რის გამოც ხშირად ორსულ ქალებს შეზღუდული შესაძლებლობის პირებივით ექცევიან. რაც უფრო უმოძრაოდაა სხეული განსაკუთრებით ორსულობისას, შეიძლება მართლაც უფრო მეტი ფიზიკური სირთულე იჩენს თავს. ამიტომ ძალიან გამიხარდა, რომ იოგას სახლში ეს ვარჯიშები აღმოვაჩინე. პირადად მე ძალიან მეხმარება იოგა როგორც ფორმისა და წონის, ასევე შინაგანი ბალანსის შენარჩუნებაში. გაწელვები, სუნთქვის ვარჯიშები სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ხერხემლის კუნთებს ამაგრებს და მენჯის ძვლების მოქნობას უწყობს ხელს. დაღლილიც მივსულვარ, მაგრამ ვარჯიშის შემდეგ ძალები აშკარად მემატება. ძალიან სასიამოვნოა ვარჯიშის შემდეგ დასვენება და მედიტაცია. უსაყვარლესი, ყურადღებიანი და პროფესიონალი ინსტრუქტორების დახმარებით, მშვენიერ გარემოში, სასიამოვნო მუსიკის თანხლებით ვარჯიში ჩემი ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა ამ პერიოდში და ვაპირებ მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელო. იქვე, მოსაცდელში ასევე ხელმისაწვდომია საინტერესო ლიტერატურაც იოგისა და ფილოსოფიის შესახებ. იოგის სახლი ძალიან კარგი ადგილია საკუთარი, მყუდრო, ალტერნატიული სამყაროს შესაქმნელად.
მიხეილ გიორგაძე იოგისადმი ინტერესი, პირველ რიგში, ხერხემლის პრობლემებმა გამოიწვია. სწორედ ამ მიზეზით მოვხვდი იოგის სახლში. ერთი თვეა რაც დავდივარ და შემიძლია არა მახოლოდ ხერხელმალთან დაკავშირებულ, არამედ, საკუთარი გამოცდილებით, სხვა უფრო კომპლექსურ სარგებელზეც ვისაუბრო. პირველი ხელშესახები შედეგი იყო, ძილის მოწესრიგება. აღარც კი მახსოვს ბოლოს ასე მშვიდად და დროულად როდის დავიძინე:) ვგრძნობ ხერხემლის კუნთების გამაგრებას. თან და თან უფრო გაცნობეირებული ხდება იოგის, როგორც საკუთარი სულისა და სხეულის შეცნობის ფილოსოფია. ჩემი სხეული თურმე რამდენ შეზღუდვას და რამდენ შესაძლებლობას მალავს:) ყოველი გაკვეთილი ახალი შესაძლებლობის აღმოჩენა და ამ აღმოჩნეებისგან მიღებული ბედნიერების განცდის შესაძლებლობაა. ამ ყველაფერს უძღვებიან გამოცდილი და კომპეტენტური ინსტრუქტორები. არ შემიძლია ასევე არ აღვნიშნო მომსახურების სერვისების გამართულობა და კლიენტზე ორიენტირებულობა. ძალიან კომფორტულია ჩემთვის გადახდების და ფინანსური ვალდებულებების ელექტრონული მომსახურება და ავტომატური შეტყობინებები, ასევე თეორიული მასალის გაზიარება. მიხარია რომ აღმოგაჩინეთ!
ვიქტორია ცხონდია იოგას სახლი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილია და ძალიან გამიხარდა როდესაც გავიგე, რომ ინსტრუქტორმა გიორგი ბერძენიშვილმა მედიტაციის კლასის ჩამოყალიბება გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მცდელობა არც ისე მარტივი იყო, თვითონ პროცესი იმდენად საინტერესო,სასიამოვნო და მრავლისმომცველია, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს გავაგრძელო მედიტაციის პრაქტიკა. მადლობა ბატონ გიორგის არაჩვეულებრივი გაკვეთილებისთვის <3 <3 <3
ანა ხუციშვილი ძნელია, „დჰარმის მაწანწალები“ წაიკითხო და იოგათი არ დაინტერესდე. მეც გადავწყვიტე ახალი წელი ახალი ჰობით დამეწყო და უკვე ორი თვეა ჩემს მეგობრებს თავი მოვაბეზრე, თუ რატომ იოგა და რატომ იოგას სახლი. პირველ რიგში, ისეთი გარემოა შეგიძლია ყველა პრობლემა გარეთ დატოვო და ვარჯიშის დროს პრობლემები დაივიწყო. ყოფილა შემთხვევა რვა საათი ფეხზე დგომის შემდეგ საღამოს დაღლილი იოგას სახლში მივსულვარ მაგრამ იქიდან ახალი ენერგიით, ბედნიერი გამოვსულვარ. პირველ დღეებში ძალიან მეზარებოდა, გულში მეტირებოდა, ვინ მაძალებს-თქო ვფიქრობდი, მაგრამ ეს ყველაფერი უდიდეს სიამოვნებად გადაიქცა და ახლა არა მარტო იქ, არამედ სახლშიც ვვარჯიშობ. უკვე ორი თვეა რაც დავდივარ, კვირაში სამჯერ. აუცილებლად ვაპირებ გაგრძელებას, ახლა უფრო ხშირად ვივლი და სხვა ინსტრუქტორებსაც გავიცნობ. კარგი მოტივაცია მომცა აბონემენტზე ფასდაკლებამ, რითაც ხშირად ანებივრებს გიორგი ბერძენიშვილი იოგას სახლის წევრებს. ამ მშვიდ და მეგობრილ გარემოს ქმნის, როგორც გიორგი, ასევე ადამიანები, რომლთან ერთადაც მიწევს კვირაში რამდენიმე საათის გატარება. ინსტრუქტორი ინდივიდუალურად გვითითებს, თუ როგორ უნდა შევასრულოთ სწორად ასანები, რაც გამიჭირდებოდა მის გარეშე. შევამჩნიე, როგორ ვსწორდები უნებურად, როცა აქამდე ხშირად მოკუზული ვიჯექი ან დავდიოდი. სიარულის მანერაც შემეცვალა. ემოციურად უფრო მშვიდი გავხდი და რაღაცებს სხვანაირად შევხედე. ალბათ ბანალურად ჟღერს, მაგრამ ბევრი ადამიანი დამეთანხმება, პირველ რიგში ჩემი მეგობარი, რომლის რჩევითაც მოვედი იოგას სახლში. მოკლედ, თუ გსურთ იხილოთ პროფესიონალიზმი, სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში გაატაროთ დრო, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ აქ. მარტო ის რად ღირს, რომ U2-ს, Cigarettes After Sex-ის (და სხვ.) სიმღერების ფონზე ვვარჯიშობთ. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.
ნატო ხახანაშვლი იოგას სახლი არის ადგილი სადაც ყოველთვის მიხარია მოსვლა. აქ არის მშვიდი და სასიამოვნო გარემო, პროფესიონალი და მეგობრული ინსტრუქტორები. ცალკე უნდა აღვნიშნო იოგა ორსულთათვის. ეს არის საუკეთესო რამ, რაც ორსულობისას გავუკეთე ჩემ თავს, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ნინოს<3 ძალიან მინდა გამოვნახო დრო მედიტაციის პრაქტიკისთვის. მადლობა რომ ზრუნავთ ჩემს ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე
ანა ნანუაშვილი პირველ რიგში გეტყვით, რომ ეს არის ადგილი საიდანაც ყოველთვის მშვიდი,ენერგიული და გაძლიერებული გამოვდივარ. 6 თვის წინ დავიწყე სიარული,მანამდე პერიოდულად სახლში ვვარჯიშობდი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად დროს ან ადგილს ვერ ვპოულობდი სავარჯიშოდ, მქონდა ხანმოკლე პაუზები. ამის გამო გადავწყვიტე შემერჩია შესაბამისი ადგილი სავარჯიშოდ. სიმართლე გითხრათ, სულ მეშინოდა ზოგადად რომელიმე ცენტრში სიარულის, ვფიქრობდი რომ არსად არ იქნებოდა პროფესიონალი ინსტრუქტორი, რომელიც დამეხმარებოდა, სწორ მითითებებს მომცემდა და სიღრმისეულად ეცოდინებოდა ეს საქმე. ბევრი ძიების შემდეგ არჩევანი შევაჩერე იოგას სახლზე და არც შევმცდარვარ. აქ დამხვდა მეგობრული გარემო, არაჩვეულებრივი ინსტრუქტორები და ჩემთვის კომფორტული განრიგი. აქ ხშირად იმართება საინტერესო დისკუსიები სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით. ასე რომ, შეგიძლიათ ბევრი კარგი,სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციის მიღება. დავდივარ თითქმის ყოველდღე სიხარულით და ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რომ უდიდეს შედეგს ვხედავ. გავხდი ბევრად უფრო მოქნილი, ფიზიკურად გავძლიერდი, სისტემატიური და სწორი ვარჯიშის დახმარებით შემეცვალა სხეულის ფორმა, ვინარჩუნებ წონას, გავბედნიერდი, უფრო მეტად მშვიდი ვარ. ინსტრუქტორებს რაც შეეხება, თითოეული მათგანი არის თავისი საქმის მცოდნე, მათთან ერთად ვარჯიში არის ძალიან საინტერესო, პირადად მე მაძლევენ დიდ მოტივაციას და ვფიქრობ ეს კიდევ უფრო ხაზს უსვამს მათ პროფესიონალიზმს. ასე რომ, თუ ვინმე ისეთი კითხულობ, რომელსაც ბოლომდე არ გაქვს გადაწყვეტილი იყიდო თუ არა აბონიმენტი, არც დაფიქრდე და აუცილებლად შემოუერთდი ამ საოცარ გუნდს. მათ კი ვინც ეხლა იწყებს ვარჯიშს, ვურჩევ რომ არ უყუროთ სხვებს და არ დაიწყვიტოთ გული თუ რომელიმე პოზა არ გამოგივათ, მთელი მონდომებით ივარჯიშეთ და რაღაც პერიოდში თქვენივე შედეგი გაგაკვირვებთ, გარდა ამისა გამოიმუშავებთ მოთმინების უნარს და ბევრ ისეთ თვისებას დახვეწთ/შეიძენთ ,რაც სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციების დროს ხშირად გამოგადგებათ.
თამრიკო ქავჟარაძე ნამასტე! :)) არ დაგიმალავთ და 51 წლის ვარ. საკმაოდ ფერხორციანი (ანუ მსუქანი - ზედმეტი 30 კგ), აქედან გამომდინარე უამრავი პრობლემით. ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენი კურსით და შესანიშნავი ინსტრუქტორებით (იზა და ნინო). უფრო მსუბუქად ვმოძრაობ, უკეთ ვუმკლავდები სხვადასხვა ფიზიკურ დატვირთვას (სახლის საქმეები, აგარაკზე მუშაობა), საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ, რომ ვარჯიშების შემდგომ დაღლას არ ვუშინდები და რეგულარულად დავდივარ. მოკლედ, ყველაფერი კარგადაა. იმედი მაქვს, წონაშიც ნელ-ნელა დავიკლებ. წარმატებები მთელს თქვენს გუნდს! P.S. მე რომ ჯანმრთელობის ან განათლების მინისტრი ვყოფილიყავი, აუცილებლად შემოვიტანდი იოგას ერთ-ერთ სავალდებულო საგნად სასწავლებლებში.
ხათუნა გოგუაძე პირველად ჩემს ცხოვრებაში იოგაზე ორი თვის წინ დავიწყე სიარული. თავიდან ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან ზოგადად ვარჯიში არ მიყვარს, თუმცა ჩემდა გასაკვირვად ძალიან მომეწონა. არ მოველოდი რომ ამდენი რამის გაკეთება შემეძლო და ჩემი ყოველი “წარმატება” დიდ სიხარულს მანიჭებს. უკვე ორ თვეში ვატყობ რომ ჩემი სხეულის ფორმები შეიცვალა უკეთესობისკენ და უფრო ელასტიური გავხდი. თამამად შემიძლია ვქვა რომ იოგა მაბედნიერებს ^_^ მადლობა თქვენ ამისთვის! გისურვებთ წარმატებებს!
ლელა აბჟანდაძე ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილებაა იოგის სახლში მოსვლა. ❤️🏠 "სახლი"-ალბათ ამ სიტყვაში ერთიანდება ყველა ის დადებითი ემოცია, რომელიც მახსენდება იოგის სახლის გახსენებისას. ვარჯიში უკვე ბედნიერებაა, მადლობა გიორგი ამისთვის, მოსმენისთვის და კიდევ უამრავი ბედნიერი წუთისთვის 🙏
Tatuli Jashiashvili იოგამდე ტანვარჯიშზე დავდიოდი 7 წლიდან, ახლა უკვე თითქმის1 წელია რაც ვვარჯიშობ იოგას..ვარჯიშის შემდეგ ყოველთვის ძალიან მაგარ ხასიათზე ვდგები და მგონია რო ყველაფერი შემიძლია რაღაც საოცარი გრძნობაა🤣❤️ჩემი აზრით იოგას სახლი არის საუკეთესო ვარიანტი დღესდღეობით საქართველოში;გიორგი თავის საქმის პროფესიონალია და საუკეთესო ინსტრუქტორი❤️დიდუბის ფილიალში გარემო არის უზომოდ თბილი თვითონ ინსტრუქტორებიც ძალიან მაგრები არიან🌟მე მაგალითად ძალიან მაგარი შედეგი მივიღე ამ ერთი წლის განმავლობაში და მგონია რომ უფრო და უფრო მეტს შევძლებ მომავალში 💛
ქეთი კომახიძე სანამ იოგაზე დავიწყებდი სიარულს , დავდიოდი სხვადასხვა სატრენაჟორო დარბაზებში , რომლებიც მალევე მბეზრდებოდა. ბოლო ერთი წელია რაც იოგაზე დავიწყე სიარული და არასდროს მბეზრდება. იოგა მეხმარება სტრესთან ბრძოლაში. რაც არ უნდა რთული დღე მქონდეს , ვარჯიშის მერე სულ მხნედ და პოზიტიური განწყობით გამოვდივარ . იოგას სახლის დახმარებით ჩემი ცხოვრება უფრო ფერადი და ჯანსაღია <3
ნინი ოდიშვილი პროფესიიდან გამომდინარე დღის განმავლობაში მიწევს სკამზე მოხრილი ჯდომა + ამას ვარ დაძაბული, ამიტომ მე და ზურგის ტკივილი დიდი ხნის მეგობრები ვართ...... რამოდენიმე თვეა რაც დავიწყე ვარჯიში და აღარც მახსოვს ბოლოს როდის დავიწუწუნე ზურგის ტკივილის გამო. იოგა არის ჩემთვის ერთგვარი განტვირთვის საშუალება, იმის მიუხედავად რომ ბევრი მოძრაობის სწორად და ზუსტად შესრულწბა ჯერ კიდევ მიჭირს შედეგს ყოველ გაკვეთილზე ვგრძნობ, რაც ძალიან მახარებს.
ტანია ტერტერიანი ონლაინ კურსი ისეთივე ეფექტური და სასიამოვნო იყო, როგორც იოგას სახლში სტუმრობა - ისეთი შეგრძნება გეუფლება გაკვეთილის დროს, თითქოს მართლა სხვებთან ერთად ხარ დარბაზში და სინქრონულად ვარჯიშობთ. ინსტრუქტორი ყველას გვაკვირდებოდა, რომ ვარჯიში/პოზა სწორად გაგვეკეთებინა. ამასობაში, სხვა ინსტრუქტორები ლაივში აკეთებენ ვარჯიშებს და იმათაც ადევნებ თვალს. იოგას სახლში პირველად დაახლოებით 5 წლის წინ ვიყავი, ახლა პოლონეთში ვცხოვრობ და აქედან ვერთვები ონლაინ გაკვეთილებს - საუკეთესო საშუალებაა სახლიდან გაუსვლელად ივარჯიშო და შეინარჩუნო ფორმა. დიდი მადლობა! 💚
თიკო ასეიშვილისულ ვეძებდი ისეთ აქტივობას, სადაც "სულს გავავარჯიშებდი" და ფიზიკური თავისთავად დალაგდებოდა. სადაც შინაგანი სამყარო გარეს შემიცვლიდა და არა პირიქით. სადაც ვიპოვიდი თავისუფლებას და ამ თავისუფლებით "მთას გადავდგამდი"... და მე ვიპოვე... მე გიპოვეთ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიკლია სრულყოფილებამდე შინაგანი თავისუფლება მოვიპოვე და ჩემთვის მთავარი — სიმშვიდე... თითოეული ჩემს მიერ შესრულებული ასანა ისეთია, როგორიც მე ვარ — ზოგჯერ მშიშარა, ზოგჯერ გაბედული, ზოგჯერ თამამი და ზოგჯერ მორიდებული... იმდენად გამაშიშვლა, პირველად შევცბი იქნებ სხვაც მხედავდა... იოგა დამეხმარა თვითშემეცნებაში, დამენახა საკუთარი ნაკლოვანებები, რომელზეც თვალს ვხუჭავდი და დამენახა ღირსებები, თუ კი მაქვს, როგორც ასეთი. მადლობა თქვენ, რომ ეს ყველაფერი დამანახეთ.
თამარ დეკანაძე 6 წლიანი წყვეტის შემდეგ იოგას სახლში დაბრუნება ერთერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა რაც მიმიღია. პროფესიონალების გუნდი და საოცარი გარემო ქმნის ატმოსფეროს რომელიც სრულიად გავიწყებს ყოველდღიურ რუტინას, გავსებს ენერგიით და გაძლევს უდიდეს მოტივაციას. ამ გარემოში ჩემთვის წარმოუდგენელი რამ აბსოლუტურად შესაძლებელი გახდა. ვხედავ პროგრესს და უდიდესი სიამოვნებით ვაგრძელებ შრომას უკეთესი შედეგებისთვის. და ყველაფერი წარმოუდგენელი იქნებოდა იზას გარეშე <3 მადლობა! მადლობა! <3
ანასტასია მჟავია საქართფველოს იოგას ფედერაციის შესახებ დიდი ხანია ვიცი. რამდენიმე წლის წინ ვნახე,რომ ინსტრუქორების მომზადების კურსი ჩატარდა. რამდენიმე კვირის წინ აღმოვაჩინე,რომ ახალი კურსი შედგა და მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა გადავწყვიტე გამევლო. ჩვენი ინსტრუქტორი და მასწავლებელი გიორგი უმაღლეს დონეზე გვაწვდის მასალას, გვიხსნის ასანებს და დეტალურ ინფორმაციას გვაძლევს.ის მისტიკა და ამოუცნობი რამ,რაც იოგას თავს ახვევია ნათელი ხდება გიორგის კურსის თეორიული ნაწილით. დამოუკიდებელ პრაქტიკოსი ვარ,მაგრამ ზოგჯერ ვერ ვხვდები ასანის სიზუსტეს. იოგას სახლში ჩემს შეკითხვებს დაუსმელად გაეცა პასუხები. კომპეტენტური მასწავლებლის დახმარებით უფრო მარტივად შემიძლია მივაღწიო მიზანს. მეგობრული გარემო, რომელიც სტუდიაშია,ყოველთვის კარგ განწყობას ქმნის. უნდა აღვნიშნო ინდივიდუალური მიდგომა თითოეული სტუდენტისადმი.
ვერა სხირტლაძე 💫თითქმის ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა იოგა, როგორც ცხოვრების სტილი, ყველა ასპექტით... ვოცნებობდი რომ როდისმე მეც იოგი გავხდები. ამ ზაფხულს სრულიად მოულოდნელად მოვხვდი პირდაპირ ინტრუქტორების მომზადების კურსზე, გიორგი ბერძენიშვილთან, და ვარ ეხლა ძალიან ბედნიერი და მოხარული, რომ ასე მოხდა! 💖 თავიდან მეშინოდა, რომ გამოუცდელი ვარ და ჩემთვის იოგა უცხო სამყაროა, მაგრამ ეხლა კურსის შუაში ვართ და დავრწმუნდი, რომ სწორე არჩევანი გავაკეთე. ზუსტად დამწყებისთვის საუკეთესოა ეს კურსი, რადგან დაწვრილებით ვარჩევთ , როგორ სწორედ და ეფექტურად შევასრულოთ ასანები, რომ სასხრები არ დავაზიანოთ და მაქსიმალური სარგებლობა მივიღოთ ვარჯიშის დროს. ძალიან საინტერესო სუნთქვის პრაქტიკა, იოგას ეტიკა და მედიტაციაც.მგონი ზუსტად ასე უნდა დაიწყოს ადამიანმა იოგას შესწავლა,, რადგან ასე უფრო გააზრებულად და სწორედ მიუდგება პრაქტიკასაც. 1 თვეში გავძლიერდი, ენერგია მომემატა და მგონი უფრო მშვიდი გავხდი🧘♂️. საოცარი ჯგუპელები მყავს💗🤸♀️ და საუკეთესო მასწავლებელი, მცოდნე, პროფესიონალი , კარგი იუმორით 😎🧘♂️ ბედნიერი ვარ, რომ მოვხვდი იოგას სახლში, ნამდვილად თბილ , მეგობრულ და საოცარ გარემოში , აქ მოსვლა ყოველთვის მიხარია 💓🙏💓
მარიამ გამყრელიძე ცხოვრებაში არის რაღაც განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი "წერტილები", რომელიც Შემდეგ სხივის სათავედ გადაიქცევა და თავისი მასშტაბურობით მთელს ცხოვრებას გასდევს.. მგონია ასეთი მნიშვნელოვანი "წერტილია" იოგას ინსტრუქტორთა კურსის დაწყება.. ეს კურსი ასეთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უმეტესად იმის წყალობით, რომ ძალიან კომპლექსურია და თითქმის არ რჩება არც ერთი დეტალი, რომელსაც არ Შეეხება, ეს კომპლექსურობა კი სწორედ Შესაძლებლობების სრულქმნის საწინდარია.. ამ ადგილას, კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე ის, რაც ისედაც მჯეროდა და ვიცოდი, მაგრამ ამ კურსის Შემდეგ უკვე მყარად დარწმუნებული ვარ💙 მიყვარს ყველა ადამიანი, რომელიც ამ კურსს ქმნის და თუ თავიდან Ჩემი მოტივაცია იოგის საფუძვლიანი ათვისება იყო პირადი მოტივებისთვის, ახლა სურვილიც კი გამიჩნდა ეს უზღვავი პოზიტივი სხვა ხალხსაც გავუზიარო😇 იოგას მთავარი წესია "არასოდეს გაჩერდე იქ, სადაც სუნთქვა არ Შეგიძლია", „იოგას სახლი“ კი ის ადგილია, სადაც სუნთქვაში მუდამ ხელს გიწყობენ, პირდაპირი და გადატანითი მნისვნელობით ❤🧡💛💚💙 თქვენს თავს უკეთეს საჩუქარს ნამდვილად ვერ გაუკეთებთ 💙
ანა ნანუაშვილი მეორე წელია რაც იოგას სახლი აღმოვაჩინე და სულ მინდოდა უფრო სიღრმისეულად შემესწავლა ეს სფერო და ჩემი ოცნებაც ახდა, დაიწყო ინსტრუქტორთა მოსამზადებელი კურსები. მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთული რეჟიმის გამო ხშირად ვერ ვახერხებდი გაკვეთილებზე სიარულს, ყველა გაკვეთილი და ინფორმაცია იდებოდა ონლაინ რაც ჩემთვის ძალიან მოსახერხებელი იყო. უამრავი საჭირო ინფორმაცია მივიღეთ, რომელიც ადეკვატურად, საინტერესოდ და გასაგებად იყო გიორგის მიერ მოწოდებული. არაფერს ვამბობ ჩვენი გიორგის პროფესიონალიზზმე, ყველა მისი ლექცია და პრაქტიკა ძალიან ინფორმატიული და სახალისო იყო. ასევე მინდა გითხრათ ჯგუფის წევრების შესახებ, მიახრია რომ ამ კურსის დახმარებით გავიცანი თითოეული მათგანი <3 აქაც კიდევ ერთხელ დავწერ, რომ ტვინში მაქვს ორი რამ ჩაბეჭდილი😂 1. ვინც იოგას პრაქტიკას მისდევს ყველა კარგია. 2. ხინკლის ჭამა არ ასუქებს. <3 მადლობა ყველაფრისთვის
მარიამ ხელაძე 200 საათი, 70 დღე, 12000 წუთი და უსასრულო ძიება ჩვენ ვეძებდით საყრდენებს საკუთარ სხეულში და გონებაში, ვეძებდით საკუთარ თავებს სხვადასხვა ასანებში და ერთმანეთის გამოცდილებებში, ვეძებდით სუნთქვას ჩვენში და ბგერებს ჩვენს გარშემო, ვეძებდით საერთო სივრცეს, ინდივიდუალურ ხმას, აზრს და შეფასებას, ვეძებდით ძვლებს, კუნთებს, სახსრებს, სივრცეებს მათ შორის :) ვეძებდით იდეებს, სასრულს და უსასრულოს, მცდარს და უფრო მცდარს, მაკრო და მიკრო ელემენტებს... :) და ამ უწყვეტ ტალღაში ყველამ ვიპოვეთ ის რასაც ვეძებდით, და ეს რაღაც ყველასთვის განსხვავებული და მსგავსია თანადროულად ეს წინააღმდეგობებია, რომლებსაც მოვხსნით. ყველას წარმატებას გისურვებთ, არასდროს დამავიწყდებით! Giorgi Berdzenishvili ❤️
მარიამ მერებაშვილი პირადად ჩემთვის, ის, რასაც მაძლევს იოგა: ფიზიკურ და მენტალურ სიჯანსაღეს, სტიმულს, ყოველი დღის დაწყების ხალისს, კომფორტს საკუთარ თავთან, ფიქრებთან, სხეულთან ... საოცრად სასიამოვნო შეგრძნებაა და ვფიქრობ, ეს ყველამ უნდა (გამო)სცადოს. "იოგას სახლში" იდეალური გარემო შემიქმნეს ამ ყველაფრისთვის, მადლიერი ვარ ამ ადგილის და უმაგრესი ინსტრუქტორის_გიორგი ბერძენიშვილის, რომელმაც საერთოდ სხვა თვალით დამანახა იოგას კულტურა, მისი როგორც არსი და ასევე, როგორც პრაქტიკა 🙏🏽❤️
ირინა მარგიშვილი იოგას სახლში მოსულს დამხვდა , ჰარმონიული და საოცრად თბილი გარემო. აქ მოვიწამლე იოგის სიყვარულით და ვფიქრობ ეს სამუდაომოა. ;) რაც იოგის პრაქტიკა დავიწყე ,ჩემი ცხოვრება გახდა ბევრად ჰარმონიული და მშვიდი. მეხმარება ემოციების კონტროლსა და სხეულის სიჯანსაღის შენარჩუნებაში.აღსანიშნავია ის, რომ იოგას სახლში პროფესიონალები მუშაობენ,გულმოდგინედ და გულისხმიერად უდგებიან თავიანთ საქმეს. მადლობა საინტერესო გარემოს შექმნისთვის @გიორგი ბერძენიშვილი .
თამთა ცინცაძე იოგას სახლს 5 წლიანი შუალადის შემდეგ დავუბრუნდი. დაძაბული სამუშაო და სასწავლო გრაფიკიდან გამომდინარე, ბოლო 2 წელი ინტენსიურ ვარჯიშს მოკლებული ვიყავი, რის გამოც დამეწყო ზურგის ტკივილი, კუნთებიც მოდუნდა, რომ აღარაფერი ვთქვა ემოციურ დაძაბულობასა და ყოველდღიურ სტრესზე. 1 თვეა დავბრუნდი და საოცრად დიდ სხვაობას ვგრძნობ უკვე. აღარც ზურგი და ხერხემალი მაწუხებს და ემოციურად ხომ საერთოდ, ლაპარაკიც ზედმეტია :) ნამდვილი შვებაა. სასიამოვნო გარემოც ხელს უწყობს ამ ყველაფერს. მოკლედ, ძალიან მიყვარს აქაურობა :) წარმატებები <3
ხათუნა კალანდარიშვილი იოგას ასანებს ვეუფლები ალბათ წლებია, ჩემთვის ესაა ცხოვრების წესი, სულერი წონასწორობა, ბალანსი, ფიზიკური და მენტალური წრთობა, ჰარმონია, პატარ- პატარა გამარჯვებები , რომელიც საკუთარ შესაძლებლობებს აღმოგაჩენინებს და შეგაყვარებს!, რაღაც მომენტში აღმოვაჩინე რომ, უფრო მეტი უნდა მცოდნოდა, უფრო სრულად უნდა ჩავწდომოდი იოგას ჰარმონიას და ვისთვის უნდა მიმემართა თუ არა "იოგა სახლისთვის" , გიორგი ბერძენიშვილისთვის და მისი პროფესიონალური გუნდისთვის ? გადაწყვეტილებაც მივიღე სპონტანურად, თან სწავლება მიმდინარეობდა ონლაინადაც და ეს ჩემთვის ფრიად მოსახერხებელი იყო , ვცხოვრობ ბათუმში და იოგას სახლში ვიზიტებზე ვერც კი ვიოცნებებდი :)შევიტანე ჩემთვის ამბიციური განაცხადი, იოგას ინსტრუქტორთა მოსამზადებელ კურსებზე და დავიწყე ონლაინ თეორიული და პრაქტიკული კურსის შესწავლა, რომელშიც მართლაც სინთეზია ამ ორი ცოდნისა და გამოცდილების. შესასრულებელ ასანებს თან ახლავს დეტალური თეორიული სასწავლო მასალა -ახსნა, სუნთქვის პრაქტიკა და სხეულის მდგომარეობის, კონცენტრაციის წარმართვისა და მოშვება -მოდუნება, რელაქსაციის შესახებ, ერთთვიანი გამოცდილების შემდეგ, გუნდთან მუშაობითა და თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის დაუფლებით , მოხდა უჩვეულო რამ, ქუჩაში წავიქეცი და დავიზიანე ტერფი, იოგას ასანების შესრულებას გარკვეული დროით ვერ შევძლებდი, მაგრამ ისევ გიორგის, ინსტრუქტორი- მარიამ ხელაძის დახმარებით , სწორად შერჩეული პოზებით, ადამიანური სითბოსა და თანადგომის გამოჩენით, ისევ შემიძლია "მზეს მივესალმო", " წერო" ვიყო, ზოგჯერ " მთა", " კატა" , " გუთანი" " მშვილდი" " ხიდი " , მადლობა ამისათვის, მადლობა მარიამს, დაუზარებელ ჩემს " პირად" ინსტრუქტორს, მოთმინებისთვის , ინდივიდუალური მიდგომისათვის, ცოდნის გაზიარებისათვის, დროის ჩემთვის მორგებისთვის, ჩემი შესაძლებლობის გამოვლენისთვის, თავდაჯერებულობის მომატებისთვის და სიმსუბუქისთვის! წარმატებებს გისურვებთ, მადლობა რომ პოპულარიზაციას უწევთ იოგას საქართველოში, აგყავთ მაღალ ხარისხში, დებთ მასში ბევრ ადამიანურ შრომას, ფილოსოფიას, უნარებს, გამოცდილებას, საუკეთესო ტრადიციებს, ! პირველები ხართ !
ენდი ჭელიძე ჯერ მხოლოდ ერთი თვეა რაც დავდივარ, თუმცა, უკვე საგრძნობლად გამიუმჯობესდა ფიზიკური მონაცემები (ხელები გამიმაგრდა, მომეხსნა სხეულის დაძაბულობა, ვპოულობ ბალანსის წერტილებსა და ვხდები მეტად მოქნილი) 🥰 და არა მხოლოდ.. სამსახურიდან დაღლილი შევდივარ დარბაზში, მაგრამ იქედან პოზიტივით და ენერგიით დატვირთული გამოვდივარ. 😍😍 არაჩვეულებრივი გარემო და პროფესიონალი ინსტრუქტორები ( ეთო ❤️ ) არის ის მთავარი ფაქტორი რის გამოც იოგას სახლში მისვლა ყველაზე მეტად მიხარია 💜💜
სალომე ჩხაიძე ძალიან მიყვარს მთელი თქვენი გუნდი, და თქვენი ცენტრი, თანაც ეს ონლაინ გაკვეთილები ზუსტად ჩემთვისაა შექმნილი :)))) აუცილებლად დაგიბრუნდებით კვლავ <3
მაია დათუნაშვილი რა მაწუხებდა? კაი, მოკლედ დავწერ☺️ სამწუხაროდ, ხდება ხოლმე, როცა ძლიერ დარტყმას იღებ, მოულოდნელს, სულიერად რომ კვდები და თავსასც ვერ იკლავ. ხოდა, ერთ მშვენიერ ზაფხულს... 🙈 მოკლედ, ყველაფერი ნაცრისფერია, უგემო, უსუნო (კორონა, მემგონი, მაშინ მე მქონდა😁) არაფერი არ მიხარია დედამიწის ზურგზე, არც მაწუხებს არაფერი, შეგრძნებები აღარ მაქვს. მანამდე რასაც ვაკეთებდი, ყველა და ყველაფერი მძულს. მოკლედ სიკვდილი მინდა, მაგრამ სად არის რო? 😁 ხოდა, ზამთარია, თებერვალი გადის და მე, ტელევიზორთან მიკნავებილი ვწევარ, იმ ზაფხულის მერე ჩვევად მექცა უყველაფრობა. გადის გადაცემა - “რა?სად?როდის?“, გამოვიდა გიორგი, ჩვენი, ახსენა იოგას ფედერაცია და ძალიან საინტერესო კითხვა დასვა. 14 თებერვალი იყო, ეგეც მახსოვს. 15 -ში მივქროლდი „იოგას სახლში“ და დავიწყე იოგა. მაშინ ვფიქრობდი, ცოტა გულს გადავაყოლებ მეთქი. გავიდა თებერვალი, მაინც ცოტა მიჭირს სულიერად კონცეტრირება საქმეზე, რასაც ვაკეთებ. მარტის ბოლოა და დილით, სანამ სახლიდან გავალ ყავას ვსვამ ხოლმე ყოველთვის.. უცებ აღმოვაჩინე, რომ ჩიტების ჟღურტული მესმის, მსიამოვნებს და რაღაც მიხარია, მაგრამ რა — არვიცი. ცოტა მერე აღმოვაჩინე, რომ არც ფერებია სულ ნაცრისფერი, ქუჩაში რომ მივდივარ, უნებურად ვღიღინებ, ბალახის სუნი მცემს, აკაციის ყვავილის, — ფეხით რომ მივდიოდი ხოლმე იოგაზე იქვეა ბილიკზე. ისევ დავიწყე მუსიკის მოსმენა, მეგობრების ჭორაობის და წუწუნის, ისევ მომინდა სახლიდან გასვლის დროს რამოდენიმეჯერ გამომეცვალა და მომეხდინა კაბა, ტრადიციულად მაწუხებდა ეს თვისება. მოკლედ, ცხობრების სურვილი დამიბრუნდა. შემიყვარდა და გადამარჩინა ემოციურად. მანამდე სანამ იოგას დავიწყებდი, ვცადე ქარგვა, ხატვა, ცეკვა, ვერაფრს ვერ დავუდე გული.🎶🙏 კონკრეტულად, ახლაც არ ვიცი, რას შველის, მაგრამ მე, როგორც ადამიანს, ვფიქრობ თავიდან დაბადებაში დამეხმარა.. პ.ს. მეტად ვეღარ შევამოკლე .🙏😁💚 მე ❤️💙💚იოგა!
ნინა ლეშჩენკო დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იოგას სახლს, გიორგი ბერძენიშვილსა და მშვენიერ და ძალიან მაგარ ინსტრუქტორებს ამ იოგას ინსტრუქტორთა კურსისთვის. ეს კურსი დამეხმარა უფრო სიღრმისეულად ჩავწვდომოდი იოგას არსს როგორც ანატომიურ და ფილოსოფიურ, ისე პრაქტიკულ დონეზე. ძალიან მეგობრული და თბილი გარემოა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ინსტრუქტორებისგან მუდმივად ვიღებდი მოტივაციას და ეს ძალიან მეხმარებოდა. წარმატებას ვუსურვებ ყველა კურსდამთავრებულს და ასევე მათ ვინც მომავალში გაივლის მას. იოგა საკუთარი თავისა და სხეულის გაცნობისა და გაცნობიერების კიდევ ერთი უმაგრესი გზაა.
სოფო ბაბუაძე ძალიან მიხარია, როცა მიხსნიან, ვგებულობ და შემდეგ გამოდის, (არის პროგრესი) რა თქმა უნდა, ერთი ახსნით არაფერი გამოდის, რადგან თუ მზად არ არის სხეული, არ არის საკმარისად ძლიერი, რაც არ უნდა გაიგო და გაიაზრო, ჯერ ყურით და შემდეგ ტვინით, სხეული ვერ გააკეთებს. ჩემს შემთხვევაში, აი, უკვე 2 კვირაა, რაც ტვინმა სხეულამდე მიაღწია 😂😂 ერთ-ერთი მაგალითისთვის: ბევრჯერ გამეორებული სიტყვები („წინ ზნექის დროს და ასევე უკან ზნექის დროს წელი არ დატვირთო და მენჯით იმუშავე“-მ გამოანათა ჩემშიც 😂😂) უცებ ვიგრძენი იმ ადგილების მუშაობა, რომესლსაც ადრე ვერ ვგრძნობდი და ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა ჩამერთო პრაქტიკაში. (ადრე არც ვიცოდი, რომ საჭირო იყო) ხოდა დიდი მადლობა ამისთვის იზას განსაკუთრებით 💙 კარგი, მრავალჯერადი ახსნისა და სწორი ვარჯიშის დამსახურებაა ეს 💙 ძალიან მიხარია, ასეთ პროგრესს რომ ვგრძნობ და ვხედავ პრაქტიკაში 😁💕✨
ეკატერინე სურგულაძე მოგესალმებით, საქართველოს იოგას ფედერაციაში გავლილმა ერთ თვიანმა პრაქტიკამ დადებითი შთაბეჭდილება დამიტოვა და უფრო მეტად დადებითი შედეგი აისახა ჯანმრთელობაზე. იოგა გახდა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი, რადგან მეხმარება ემოციური ბალანსის მიღწევაში. მადლობა
ნინო მამულაშვილი მაქვს სქოლიოზი და ბავშვობიდან დავდიოდი მასაჟებზე რაც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, თუმცა როგორც კი შევწყვეტდი, გარკვეული დროის შემდეგ ტკივილი და დისკომფორტი ისევ იჩენდა თავს. 2 წლის წინ უძილობის, გადაღლილობისა და ზურგის ტკივილის გამო გადავწყვიტე მოვსულიყავი იოგაზე. ვიარე მხოლოდ 1 თვე (შემდეგ საზღვარგარეთ მომიწია წასვლა) და ეს ერთი თვე სრულიად საკმარისი აღმოჩნდა რომ დამენახა იოგას დადებითი მხარეები. ძილი მომიწესრიგდა, ტკივილები გამიქრა ხასიათი გამომიკეთდა და უფრო ენერგიული და თავდაჯერებული გავხდი. საზღვარგარეთ ყოფნისას ერთი სული მქონდა ჩამოვსულიყავი და გამეგრძელებინა იოგას სახლში სიარული. ერთი თვეა განვაახლე ვარჯიში და იმდენად ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომ აღარასდროს ვაპირებ შეწყვეტას. ძალიან დიდი მადლობა იოგას სახლის ინსტრუქტორებს რომ არიან ასეთი კარგები და გვიქმნიან საოცარ გარემოს.
ნინო ბაქრაძე იოგის ინსტრუქტორთა აკადემიაში ვისწავლე ბევრი რამ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავისთვის მეტი დროის გამონახვა და ახალი შანსის მიცემაა. ეს სამი თვე სულაც არ იყო მარტივი, ბევრი გამოწვევა დავძლიე ამ კურსის მეშვეობით და მიხარია, რომ ეს დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში. გიორგი ბერძენიშვილს მადლობა იმისთვის, რაც გვასწავლა. თეორიული საფუძვლების ცოდნა მეხმარება გაცნობიერებულად და გააზრებულად გავაკეთო ასანები, მეტად კონცენტრირებული ვიყო. თან ყველა აღნიშნავს, რომ ამ მოკლე დროში ჩემმა სხეულმა ფორმა იცვალა. მოკლედ, კარგი და სასარგებლო თავგადასავალი გამოვიდა იოგას სახლში.
ანა ინგასთან პირველივე ვარჯიშის შემდეგ ვიგრძენი საოცარი შვება და სიმსბუქე. მინდა დიდი რეკომენდაცია გავუწიო მას და მთლიანად იოგას სახლს და მის ინსტრუქტორებს, რომლებმაც თავიდან შემაყვარეს და მაზიარეს იოგას ფილოსოფიას! <3
ანა ღვინჯილია ორსულთა იოგის დაწყება ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, რაც შეიძლება მიიღოთ საკუთარი თავის და მომავალი შვილის კეთილდღეობისთვის. ორსულობის საწყისი ეტაპიდან 38 კვირის ჩათვლით, იოგა ჩემთვის იყო საუკეთესო ანტი-სტრესი, მუდმივი ცვლილებების მიუხედავად, საკუთარი სხეულის მართვის შესაძლებლობა, და მსუბუქი და უპრობლემო ორსულობის გარანტია. იოგაზე ნასწავლი სწორი სუნთქვა და ვარჯიშის შედეგები დამეხმარა მშობიარობაში და სწრაფ რეაბილიტაციაში. მეორე საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც შეიძლება ამ დროს მიიღოთ, არის იოგის დაწყება უშუალოდ ‘იოგას სახლში’, სადაც გარემო, განწყობა და მთელი გუნდის დამოკიდებულება განსაკუთრებით სასიამოვნოს გახდის მთელ ამ პროცესს. და ბოლოს, ჩემი და იოგას სიყვარული არ შედგებლდა, რომ არა საუკეთესო, პროფესიონალი და ხალისიანი იზა ინსტრუქტორი და მისი ინდივიდუალური მიდგომა, რომლის იოგის გაკვეთილებსაც აუცილებლად დავუბრუნდები ❤️
ლელა ბერუაშვილი გამარჯობა მეგობრებო! 🌞
მინდა, გაგიზიაროთ ჩემი ყველა ის ემოცია და ფიზიკური მდგომარეობა, რაც 2021 წლის ნოემბრიდან გამიჩნდა იოგის მიმართ…
უკვე ნოემბრის მიწურულს გადავწყვიტე შევხებოდი იოგას. დავრეკე „იოგას სახლში“, სადაც ბ-მა გიორგიმ მირჩია დავსწრებოდი ერთ გაკვეთილს და გამეკეთებინა მოკლე ანალიზი იმისა: იყო თუ არა იოგა ჩემთვის…😊
„იოგას სახლში“ მივედი 2021 წლის 22 ნოემბერს და დღემდე ერთგულად დავდივარ ვერიკო სხირტლაძესთან. ვერიკო არის პროფესიონალი, პუნქტუალური, თავის საქმის მოყვარული, ჰუმანური, კეთილსინდისიერი ინსტრუქტორი, რაც გამოიხატება იმაში, რომ ვარჯიშის საათის ყველა წამი არის პროდუქტიული…ვერიკო არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და დიდი სტიმულით, რწმენით და შთაგონებით გვაკეთებინებს ყველაფერ იმას, რომელზეც ადრე ვერც ვიოცნებებდით… ძალიან გამიმართლა, რომ ვერიკო ჩემი ინსტრუქტორია… 😇
ეს არის ადამიანი დაბადებული ამ საქმისთვის… ყველა ახალი გაკვეთილი წინა გაკვეთილისგან განსხვავდება სიახლით და მიღწევებით…. არცერთი გაკვეთილი წინას არ ჰგავს, არ გამიჭირდება იმის თქმა, რომ მიმიხარია „იოგას სახლში“, ისეთი აურა აქვს ვერიკოს, რომ კარებს მიღმა რჩება ჩემი პირადი და იშლება არაჩვეულებრივი, ჯანსაღი, სიყვარულით და სიკეთით სავსე სამყარო… მადლობა მშვენიერ ვერიკოს ყოველივესთვის…🌷😍
რაც შეეხება ჩემი 5 თვიანი ვარჯიშის შედეგს:
1. გამიქრა წელის ტკივილი;
2. ასევე, მხრის ტკივილი, რომელიც ღამე ძილის საშუალებას არ მაძლევდა…
3. დამავიწყდა ყურის ნიჟარის ტკივილები, რომლის ტკივილსაც ყელ-ყურის ექიმი მიაწერდა ოსტეოქონდროზს…
4. მომიწესრიგდა ძილი…
5. იოგამდე დავიკელი 40 კგ და მოგეხსენებათ კანის მდგომარეობა როგორიც იქნებოდა… დღეს თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ ზედმეტად მოშვებული კანი დგება ფორმაში, რაც სტიმულს მაძლევს იმისას, რომ კანის არაესთეტიური მდგომარეობა სულ მალე რიგ უხერხულობებს აღარ შემიქმნის;
6. ვარჯიშიდან გამოსული ახალი და დადებითი ენერგიით ვარ სავსე და უკვე მოთხოვნილებად მექცა იოგას ყოველდღიური პრაქტიკა (და ალბათ ეს დღეც დადგება…)
7. დარბაზს გარეთ, საყოფაცხოვრებო პირობებშიც კი მადგება ყველა ის მითითება, რასაც ვერიკო იძლევა ვარჯიშის დროს და ვხვდები რომ არა მარტო მაჯანსაღებს, არამედ ცხოვრებას მიმარტივებს იოგა…
8. ჩემი ასაკია 49 წელი, სულ რაღაც 6 თვეში ნახევარ საუკუნეს მივაღწევ ბევრად გაჯანსაღებული და დადებითი ენერგიით სავსე, რაზეც უდიდეს მადლობას გიხდით ბ-ნო გიორგი თქვენ, რომ თქვენი მონდომებით მომეცა საშუალება ახალი და ლამაზი ცხოვრების… 😍
თამრიკო ქავჟარაძე მადლობა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემს კოპწია და საყვარელ მასწავლებელს, ნინო მეტრეველს! (იოგას სახლი, დიდუბის ფილიალი) 3 თვეში მან თითქმის შეუძლებელი რამ შეძლო - დავიკელი 10 კგ; გამეხსნა ხერხემლის ყველა მალა, ამ კილოგრამებთან ერთად 10 წელიც მომაკლდა ნამდვილად. აუცილებლად ივარჯიშეთ იოგა. ამაზე უკეთესი წამალი არ არსებობს.
ანა შონია რამოდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე იოგას სახლი და ძალიან ბედნიერი ვარ. მართალია პანდემიამ შემაფერხა, მაგრამ ეხლა ისევ დავიწყე და იმედი მაქ აქტიურად გავყვები. მე ძალიან მეხმარება ფიზიკური და ფსიქიკური ბალანსის მიღწევაში. როგორც კი ვიწყებ ვარჯიშს მთლიამად იცვლება ჩემი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. ფანტასტიური ინსტრუქტორები არიან 💜 იოგა- თანამედროვე აბი გლუკოზაა.
მარი ლიპარტია იოგას სახლში სიარულის შემდეგ, 12 გაკვეთილშიც კი, ვიგრძენი სიძლიერის მატება, და ასანებს რასაც იოგას სახლში მოსვლამდე ვერ ვაკეთევდი, ბევრად მიმარტივდება ახლა მათი გაკეთება. მიხარია ყოველი ვარჯიში, მადლობა იოგას სახლის კარგი ქომუნითის/გარემოს შექმნისთვის!
მარიამ მერებაშვილი არ მომბეზრდება წერა თქვენზე, როგორც საუკეთესო დაწესებულებაზე, გუნდზე 🌟 და იმაზე რომ იოგა არის ბედნიერება, კომფორტი სულისა და სხეულის 🔮✨ და იზა სუპერგოგოა უბრალოდ 🫶🏼 მისი ინსტრუქტაჟით მეტი და მეტი ამბიცია და მოტივაცია მეძლევა, რაც დიდ ეფექტს იძევა მოკლე დროში 🧘🏻♀️🤸🏾♀️ მადლობა ხალხო არსებობისთვის 🫂💌
Liuba Kuncevich I had an incredible experience from Yoga House at Didube! Practically everything is perfect: the beautiful and neat facility, the location, schedule, and of course the teachers. Tamar Midelauri is a star teacher, her classes quickly made me fit and I learned new asanas I never knew I was capable of! Also, special kudos for the kind support and speaking amazing english at the class while giving instruction, even though I do not speak Georgian, I could easily follow. I loved two other teachers I met too, they all are very attentive and supportive. I recommended Yoga House to my friend and she was impressed too. Thank you so much gals, you made my immigration so much easier.
თამარი შიოშვილი რთულია სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია და სულიერი მდგომარეობა, რომელიც კურსის დაწყებისთანავე იგრძნობა, საოცარი ენერგეტიკა და უდიდესი სითბო გამოვიყოლე კურსიდან !! მადლობა გიორგი ბერძენიშვილს!! ყველას ვურჩევ კურსის გავლას, ეს უდიდესი და საინტერესო მოგზაურობაა იმ ეგზოტიკურ სამყაროში რომელსაც იოგას სამყარო ქვია <3
სოფო ტაბატაძე არ დავიწყებ ვარჯიშებზე ლაპარაკს, არც იმაზე, როგორ შეიცვალა ჩემი სხეული და ფიზიკური შესაძლებლობები და არც იმაზე რამდენად ბევრ სანდო ინფორმაციას იღებ აქ ისეთს, რაც რადიკალურად ცვლის შენს წარმოდგენებს ბევრ საკითხზე. მირჩევნია გამოვხატო, რა არის ის ჩემთვის ფუნდამენტური, რაც ამ ადგილმა მომცა. იოგას სახლი ჩემს ცხოვრებაში მაშინ გაჩნდა, როცა გაქრა ბევრი რაღაც, რაც მოიცავდა ჩემი ცხოვრების ყოველდღიუროიბას. თავიდან ეს ადგილია, სადაც მიდიხარ, ვარჯიშობ, ენდორფინებით ივსები, დაძაბულობებისგან თავისუფლდები, საკუთარი ფიზიკური უნარების განვითარების მომსწრე ხდები ყოველდღიურად და ბრუნდები სახლში. მაგრამ დროთა განმავლობაში ხდება ადგილი, რომელიც შენს თავში რაღაც ისეთ ძალას გაპოვნინებს, რაც აქამდე თითქოს არ გქონია. ეს არის ძალა ყველანაირი დაბრკოლების გადალახვის. თითქოს რაღაც იმდენად მყარი ჩნდება შენში, რომ არაფერს შეუძლია ჩაგაგდოს უიმედო მდგომარეობაში, თითქოს თავშესაფარიცაა ყველასთვის, იმედიც და ცხოვრების გაგრძელების მოტივაციის მომცემიც. სხვა ყველა სივრცისგან განსხვავებით, იქნება ეს აი, ნებისმიერი წრე, თუნდაც ოჯახი, თუნდაც სამეგობრო, თუნდაც სამსახური, ეს არის სივრცე, სადაც არ მოგეთხოვება იყო ვინმე კონკრეტული, არ მოგეთხოვება არავისთვის არაფრის დამტკიცება, ხარ მიღებული და თითქოს აუცილებელი ნაწილიც კი უკვე მარტო იმით, რომ "უბრალოდ ხარ" და ხარ ისეთი როგორიც ხარ. ეს არის სივრცე, სადაც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ადამიანები ერთად ვარჯიშით ისეთ კავშირს ამყარებთ, რომ თითქოს ძალიან ახლო, უფრო მეტიც ერთი მთლიანობა ხდებით, თუნდაც საერთოდ არც იკონტაქტოთ ამ სივრცის გარეთ. იოგას სახლში ხდები რაღაც შენზე ბევრად უფრო დიდის ნაწილი. მინდა, რომ აი ამისთვის რაც მე და მგონია, რომ კიდევ ძალინ ბევრმა ადამიანმა იპოვა აქ, მადლობა ვუთხრა გიორგის, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა აქაურობას და ყველა ინსტრუქტორს და პრაქტიკოსს, რომლებიც ამ გარემოს ქმნიან ყოველდღიურად და აძლევენ იმ სახეს რაც აქვს. არცერთი თქვენგანის გარეშე არ იქნებოდა ეს ადგილი ის რაც ეხლა არის. მადლობა თქვენ <3 ^_^
თამარ ქათამაძე იოგას კურსმა მომცა ზღვა ინფორმაცია ,რომელსაც დროთა განმავლობაში მეტად ჩავწვდები და გავიაზრებ 💞უბრალოდ მიყევით დინებას და მიიღეთ თითოეული დღით სიამოვნება,თანდათან მოვა საკუთარი თავის რწმენა,ემოციური ბალანსი,სულიერი სიმშვიდე და კონცენტრირების უნარი🙏 თავიდან უბრალოდ ვარჯიშობ ,თითქოს არაფერი განსაკუთრებული ,რაღაცეები გიძნელდება ვერ აკეთებ, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია. შემდეგ მოდის ახალი ეტაპი,დაძაბულობა გეხსნება,ახალი ენერგიით ივსები,ვითარდები ყოველდღიურად, შენი თვითშეფასება იზრდება, მოტივაცია იმატებს,ყველა ერთმანეთს გულშემატკივრობთ. ნეგატივისგან, დეპრესიისგან ,შფოთვებისგან თავისუფლდებით😍 წარმატებები❤️
ნანა თურქაძე ადამიანი თავისი არსით მაძიებელია. ვფიქრობ, ბედნიერია ის ადამიანი, ვინც ამას მიხვდა და უფრო ბედნიერი ის ადამიანი მგონია, რომელმაც იპოვა თავისი ნატვრისთვალი. ჩემთვის ეს ნატვრისთვალი სწორედ იოგაა. ერთი წლის წინ, საყოველთაო შინ გამოკეტვის პერიოდში, ონლაინ დავესწარი გიორგი ბერძენიშვილის მედიტაციისა და ფილოსოფიის ერთთვიან კურსს. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ უფრო ღრმად შემესწავლა იოგას ფილოსოფია და ამ გადაწყვეტილებას ვუმადლი, რომ გავბედე და გავიარე იოგას ინსტრუქტორთა მოსამზადებელი კურსი, პირადად გავიცანი იოგას საუკეთესო მასწავლებელი, გიორგი ბერძენიშვილი, და მისი გუნდი. ასევე მინდა დიდი სიყვარულით აღვნიშნო, რომ ამ კურსმა გამაცნო ძალიან საინტერესო ადამიანები და ამ ყველაფრისთვის უზომოდ მადლიერი ვარ. P.S. თუ შენ დიდი ხანია ფიქრობ იოგის ფილოსოფიის სწავლას, მაშინ ეგ სურვილი აუცილებლად მიგიყვანს იოგას სახლში, სადაც დაგხვდებათ თქვენი მასწავლებელი.
თათული ალადაშვილი მალე ორი წელი გახდება რაც იოგას სახლში დავდივარ და სიტყვები ზედმეტია იმ ემოციის და ბედნიერების გამოსახატავად რაც იოგამ მომცა და ამისთვის უდიდესი მადლობა ნინო მეტრეველს 🙏🏽❤️
ნინო კვირკველია მოკლედ იოგაზე ჩემი მისვლის მიზეზი ხერხემლის პრობლემა იყო , ბუნებით ძალიან ზარმაცი ვარ და რომ მივდიოდი ზუსტად ვიცოდი რომ დამეზარებოდა და აღარ გავაგრძელებდი, მაგრამ მეორე თვეა დავდივარ და ერთი სული მაქვს როდის მოვა მომდევნო გაკვეთილი. ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ინსტრუქტორს ქალბატონ თამარა მიდელაურს ძალიან მაგარ ქალბატონს რო ჩამომხსნა სიზარმაცის ზარები , გავხდი უფრო აქტიური, უფრო პოზიტიური კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იგის სახლს .
ალექსანდრა მაჭავარიანი გამარჯობა. დიდუბის ფილიალში დავდივარ, ქ-ნ ვერასთან და ძალიან კმაყოფილი ვარ. კვირაში ორჯერ დავდიოდი, ახლა 1 კვირიანი აბონემენტი დავამატე და საქართველოში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად გავაგრძელებ კვირაში 3-ჯერ. იოგას თითოეულ ვარჯიშს მოაქვს მხნეობა, სულიერი სიმშვიდე, ფიზიკური გაჯანსაღება და ამას ყოველი მომდევნო დღის შემდეგ სულ უფრო ნათლად ვგრძნობ. დარბაზი ძალიან მოწესრიგებული, ყოველთვის სუფთაა და არაჩვეულებრივი გარემოა, რომლის შექმნაშიც უდიდესი წვლილი შეუცვლელ პროფესიონალ, ვერა სხირტლაძეს მიუძღვის.
ლალი ბერუაშვილი დიდი ხანია ჩემი შთაბეჭდილებოს გაზიარება მინოდა თქვენთვის! სულ თვენახევარი მომიწია ამ სულის და ხორცის გამაჯანსაღებელ ვარჯიშებზე სიარული, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ყოველი ჩატარებული გაკვეთილის შემდეგ, რელაქსით ავსებული გამოვდიოდი და დროის უქონლობის გამო კვირიდან- კვირამდე შემდეგ ორ გაკვეთილს ველოდებოდი! ამ თვენახევრის შედეგი მინდა გითხრათ! იმ პრობლების, რის გამოც იოგა გადავწყვიტე, სრულებით დათრგუნვა, ხერხემლის ანომალიურ ტკივილებს ვგულუსხმობ, რა თქმა უნდა ზღაპარია, თან იმდენან უცხო იყო ჩემთვის ფიზიკურუ ვატჯიშუ, არასოდეს მეხერხებოდა და არც ვცდილობდი რომ როდესნე მეცადა! მაგრამ ჩემი პერსონალური პედაგოგი, მარიამ ხელაძე, უსაყვარლესი ადამიანი, რომელუც პროფესიონალურად უდგება ჩემი გამოცდილებით ყველა ადამიანს, თუნდაც ისეთგაუცნობუერებელს იოგაში, როგორიც მე ვარ! ინდივიდუალურად, ფრთხილი ილეთებით დამაეყებინა ვარჯიში, როცა ჩემუ პრობლემა ავუხსენი და შემდეგ მაქებდა არც უსეთი მოუქნელი ხარ, რიგორც გგონიათო, მითხრა! ბრავო ამ ფედერაციის მესვეურთ და მათ შერჩეულ მწვრთნელებს! ვფიქრობ და დიდი სურვილი მაქვს,აუცილებლად გავაგრძელო იოგას გაკვეთილები, უბრალიდ ეხლა სვა გამოკვლევები მჭირდება და ერთად ორივე და კიდევ სამსახური და ჯერძო გაკვეთილევი არ ეწყობა , სულ რომ არაფერი ხასიათის ტონუსის ასამაღლებლად ღირს ან ახალგაზრდა ადამუანებთან ერთად ვარჯიში! პოზიტივი და ულევი ენერგია მოდის მათგან! მგონი დიდი ტექსტი გამომივიდა! გილოცავთ დამდეგ ახალ წელს წუნასწარ საუკეთესო სურვილრბით! მარი ხელაძეს კი მინდა წარმატებები ვუსურვი პირად ცხოვრებაში და კარიერული წინსვლა!!!! საოცარი პოზუტივი გადმოდიოდა ჩემზე მისი ყოველუ გაკვეთილუს შემდეგ! გმადლობთ მარიამ! მე დავბრუნდები, როგირცკი საშუალება მომეცემა!!!
თეონა ჯიშიაშვილი იოგას სახლი ყოველთვის იყო და რჩება ჩემთვის საუკეთესო ადგილად. განსაკუთრებული გარემო, ადამიანები და რაც მთᲕარია სივრცე, სადაც პოულობ და მერე თან მიგაქვს ენერგია, სამყოფი მთელი დღის, კვირის, თვის და წლის :)
ლანა გიორგაძე კურსის სილაბუსს რომ გაეცნობი უკვე მის მრავალფეროვნებაზე წარმოდგენა გექმნება, თუმცა რეალურად როცა დაიწყებ ხვდები რომ იმაზე მეტის სწავლა და აღმოჩენა შეგიძლია ვიდრე წარმოგედგინა. როდესაც იოგა ანატომიას სწავლობ სწორი აქცენტებით და შედარებებით უფრო მარტივია მისი გაგება და არც ტერმინები დაგაბნევს, მითუმეტეს თუ მანამდე შეხება საერთოდ არ გქონია. თავიდან მაინტერესებდა, მხოლოდ, ასანის სწორად შესრულება და იმის გაგება თუ რომელი კუნთი როდის უნდა გამომეყენებინა. მაგრამ როცა ისტორიას, იოგა ეთიკას, გავეცანი რაღაც ინსაითი მქონდა, რომელიც თითქოს უფრო კარგად დამეხმარა იმის გააზრებაში თუ რას ვაკეთებდი. იოგას რომ ერთხელ ცდი, შემდეგ უეჭველად შენი ყოველდღიურობას ნაწილი ხდება, თავს კარგად გრძნობ, ძლიერდები, უკეთესად შეგიძლია კონცენტრირება და შენი ხმის მოსმენა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, მაინც სწორი ინსტრუქტორის და ადამიანის შერჩევაა, რომელიც მიგნებებში დაგეხმარება და ინდივიდუალური განვითარების საშუალებას მოგცემს (მადლობა გიორგის!). მოკლედ, მთელი მოგზაურობაა იოგა თავისთავად, ამიტომ აქაც მნიშვნელოვანია companyს სწორად შერჩევა 🧡