Facebook
Instagram
Youtube
Tiktok

რას წერენ ჩვენ შესახებ:

ყველა ( 412 ) გამოხმაურების ნახვა
გამოგვეხმაურეთ

თამთა გელაშვილი ორსულთა იოგაზე სიარული ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემთვის და ჩემი პატარასთვის 🤍 მეორე ტრიმესტრიდან დავიწყე და ფაქტობრივად ბოლო დღემდე დავდიოდი. იოგას დახმარებით შევინარჩუნე ენერგიულობა და აქტიურობა მშობიარობის დღემდე. ეს პროცესი ჩემთვის არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურადაც მხარდამჭერი იყო. განსაკუთრებული მადლობა მარიამს, მთელი პერიოდის განმავლობაში ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით მეხმარებოდა და მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს ქმნიდა. ჩემგან დიდი რეკომენდაცია როგორც გარემოს, ისე პროფესიონალ თანამშრომლებს 💛
Nino Nizharadze თქვენან მოსვლისთანავე, განსაკუთრებით მომეწონა თეა. ის მუშაობის დროს, თითოეულ ინდივიდზეა კონცენტრირებული, მკაფიოდ Mindful მასწავლებელია და ასევე, განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ჯგუფისთვის ძალიან ეფექტური პროფესიონალია. ასევე, მოგვიანებით მომეცა შესაძლებლობა მირანდას გავცნობოდი. ჩამოყალიბებული, მეთოდური მიდგომა აქვს და ტექნიკის ნიუანსებშიც ნაყოფიერად დამხმარეა. ზოგადად, იოგას სახლს, გყავთ ძალიან კარგი გუნდი და გაქვთ ის პროფესიული ეთიკა, რაც აუცილებელია განსხვავებული ინდივიდებისთვის თანაბრად ჰარმონიული გარემოს შესაქმნელად.
მიშიკო ბუჩუკური მოხარული ვიქნები თუ სამშაბათს და ხუთშაბათს დილის ჯგუფს დაამატებდით რა თქმა უნდა სხვებიც თუ იქნებოდნენ მსურველები. დანარჩენს რაც შეეხება ყველაფერი ძალიან კარგი წარმატებებს გისურვებთ
ნინა ჩახუნაშვილი მინდა დიდი მადლობა გითხრათ ჩემს სამივე ინსტრუქტორს. თამარასთან განსაკუთრებით მაბედნიერებს მისი ენერგია და ახსნის საოცრად გასაგები, თბილი მიდგომა — ყოველი პრაქტიკა მისთანას ჩემთვის თერაპიაა. მარიამში განსაკუთრებით ვაფასებ დიდ ცოდნას, მის პროფესიონალურ მიდგომას, და იმ პოზიტიურ ენერგიას, რომელიც გაკვეთილებს განსაკუთრებულად სასიამოვნოს ხდის. გიორგისგან კი არა მხოლოდ იოგას ტექნიკებს, არამედ ფილოსოფიურ ხედვებსაც ვსწავლობ — მისი ლექციები და ახსნა ყოველთვის მაფიქრებს. ჭეშმარიტად მიხარია, რომ თქვენთან ვვარჯიშობ — თითოეული თქვენგანის მიდგომის სტილი ჩემთვის ძალიან ღირებულია. მადლობა ყველა გაკვეთილისთვის 🌿❤️
მაია ივჩენკო ძალიან მომწონს! ვარჯიშიც, ლექციებიც, ყველა ისეთი მონდომებულია და მზად არის მხარდაჭერისთვის, დიდი მადლობა!
ხათუნა ჯიქიძე პირველად აკადემიასთან შეხება მქონდა ძალიან ბევრი წლის წინ, როცა ჯერ სულ ახალი თემა იყო ჩვენს ქალაქში იოგა. მაშინაც და ახლაც ვთვლი რომ საუკეთესო, პროფესიონალი და საკუთარ საქმეზე შეყვარებული ხალხი მუშაობს აქ, თუმცა სამსახურს ვერ დავარქმევდი ამ ყველაფერს რადგან შემოქმედებითად და ფილოსოფიურად უდგებით ამ საკითხს. გარემო საოცარი მიხარია ყოველი დღე თქვენთან გატარებული, მადლობა ამ ყველაფრისთვის💕

© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია