თაკო ხუციშვილი მას შემდეგ, რაც იოგაზე აქტიურად დავდივარ , სხეულის გაჯანსაღება ვიგრძენი. ძალიან მეხმარება იოგა დაძაბულობის მოხსნაში, მახალისებს და ენერგიულს მხდის. სხეულს სხვანაირად ვგრძნობ. სისტემურობის მნიშვნელობა დავინახე ძალიან კარგად. თუ მუდმივობაში ხარ, სხეული მოგყვება და პროგრესირებ, ჩავარდნები თითქოს უკან გხევს, მაგრამ არ წყვეტ მოქმედებას და ისევ წინ მიდიხარ. ასეთი ქმედება ცხოვრების სხვა ასპექტებშიც გვჭირდება და ამის ასე ნათლად შეგრძნება მეტად დისციპლინირებულსა და მშვიდს მხდის♥️ იოგას სახლის გარემო დამატებითი ბონუსია. მადლობა გიორგის და მარიამს. მათი პროფესიონალიზმით, ყურადღებით და უშუალობით შემიყვარდა იოგა. ვარჯიშის დროს თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობ♥️
ნათია ხიზანიშვილი მოგესალმებით, თითქმის შვიდი წელია რაც იოგაზე დავდივარ ჩემი შვილის რჩევით. თავიდან სკეპტიკურად ვუყურებდი და ვთვლიდი, რომ იოგა ჩემი არ იყო, მაგრამ ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა ჩემს ცხოვრებაში. იოგამ მომიტანა სულიერი სიმშვიდე, გამხადა აქტიური, ფიზიკურად გამაჯანსაღა. იოგას სახლი არის ჩემთვის ის ადგილი, სადაც სიხარულით მივდივარ და მთელი დღის განმავლობაში მიღებულ სტრესს ვუმკლავდები. იქ უბრალოდ ბედნიერი ვარ. მადლობა იოგას სახლს ჩემი თავის აღმოჩენისთვის. იოგას სახლი საუკეთესოა❤️ მადლობა მათ ყველას უკლებლივ❤️
Somlata Sagar If you’re looking for one of the most authentic yoga experiences in Georgia, this is the place. The only dedicated Ashtanga academy in Tbilisi, it welcomes all age groups and all levels, no matter your yoga or fitness background. I personally recommend it. After returning to regular Ashtanga practice following a long break, I can’t express enough my gratitude towards the incredible teachers — Giorgi Berdzenishvili, Salome, and Mariam. 🙏🏽
ანუკი აბუთიძე საოცარი შეგრძნება, რომელიც სულ თან გსდევს, ამ გარემოში შეგიძლიათ იპოვოთ საკუთარი თავი, უკეთესად შეიცნოთ საკუთარი სხეული, იოგა გვეხმარება ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში…გვეხმარება სხეულისა და გონების ენერგეტიკული ბალანსის მიღწევაში… უდიდესი მადლობა გიორგის აკადემიის დაარსებისთვის…ადგილი სადაც სულ წინ მიდიხარ ვითარდები და იზრდები.
ელენე კობახიძე მოგესლამებით, დაახლოებით ერთი თვეა რაც დავიწყე იოგაზე სიარული, ვფიქრობ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე, ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩემი მოლოდინები გაამრთლა, იოგას აკადემიაში არის ძალიან კარგი და ჰარმონიული გარემო, ინსტრუქტორები არიან დადებითები და პროფესიონალები. მინდა გამოვარჩიო ინსტრუქტორი მარიამ ხელაძე, ის ჩემი აღმოჩენაა. იგი არის საუკეთესო, ყურადღებიანი, პოზიტიური და პროფესიონალი თავის საქმეში. ვფიქრობ იოგას აკადემია საუკეთესოა საქართველოში, დიდი მადლობა იოგას აკადემიას და წარმატებებს ვუსურვებ😊😊💫💫
თამთა ქვარცხავა გამარჯობა, რაც იოგა შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, მას მერე, მენტალურად თუ ფიზიკურად თავს ვგრძნობ ათმაგად უკეთ. ზურგის წვა 15-20 წუთი ფეხზე დგომის შემდეფ რაც მქონდა, სად და როდის გაქრა ვერც ვიგრძენი. ორივე კუთხით( მენტალურ/ფიზიკურ) ცვლილევას გარშემომყოფებიც აღნიშნავენ და მეკითხებიან, რას ვაკეთებ რომ ასე შევიცვალე. უზღვავი მადლობა ფოთის იოგა ლაბს და მარი გაბელიას❤️ სინათლის სხივს ჩვენს პატარა ქალაქში✨