ნინა ჩახუნაშვილი მინდა დიდი მადლობა გითხრათ ჩემს სამივე ინსტრუქტორს. თამარასთან განსაკუთრებით მაბედნიერებს მისი ენერგია და ახსნის საოცრად გასაგები, თბილი მიდგომა — ყოველი პრაქტიკა მისთანას ჩემთვის თერაპიაა. მარიამში განსაკუთრებით ვაფასებ დიდ ცოდნას, მის პროფესიონალურ მიდგომას, და იმ პოზიტიურ ენერგიას, რომელიც გაკვეთილებს განსაკუთრებულად სასიამოვნოს ხდის. გიორგისგან კი არა მხოლოდ იოგას ტექნიკებს, არამედ ფილოსოფიურ ხედვებსაც ვსწავლობ — მისი ლექციები და ახსნა ყოველთვის მაფიქრებს. ჭეშმარიტად მიხარია, რომ თქვენთან ვვარჯიშობ — თითოეული თქვენგანის მიდგომის სტილი ჩემთვის ძალიან ღირებულია. მადლობა ყველა გაკვეთილისთვის 🌿❤️
მაია ივჩენკო ძალიან მომწონს! ვარჯიშიც, ლექციებიც, ყველა ისეთი მონდომებულია და მზად არის მხარდაჭერისთვის, დიდი მადლობა!
ხათუნა ჯიქიძე პირველად აკადემიასთან შეხება მქონდა ძალიან ბევრი წლის წინ, როცა ჯერ სულ ახალი თემა იყო ჩვენს ქალაქში იოგა. მაშინაც და ახლაც ვთვლი რომ საუკეთესო, პროფესიონალი და საკუთარ საქმეზე შეყვარებული ხალხი მუშაობს აქ, თუმცა სამსახურს ვერ დავარქმევდი ამ ყველაფერს რადგან შემოქმედებითად და ფილოსოფიურად უდგებით ამ საკითხს. გარემო საოცარი მიხარია ყოველი დღე თქვენთან გატარებული, მადლობა ამ ყველაფრისთვის💕
ანა კალაძე იოგას სახლით ძალიან კმაყოფილი ვარ. პროფესიონალები მუშაობენ და სისუფთავეც ყოველთვის დაცულია დარბაზში. ასანების შესრულება მეხმარება ვიყო ტონუსში და აღვიდგინო ენერგია. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ტრენერ მარიამ ხელაძეს!
ნიკოლოზ ქამუშაძე ჯერ დამწყები ვარ. შედეგს ველოდები! რაც მთავარია მომწონს.🙌
მარიამ გვიჩიანი ტანტრა ეს იყო თემა, რომელზეც ურთიერთგამომრიცხავი რაღაცები მქონდა წაკითხული. მადლობა საინტერესო ლექციისთვის, კომფორტული გარემოსთვის და იმ ინფორმაციისთვის, რაც გაგვიზიარეთ. ამ შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ უფრო ნათელი გახდა და ამასთანავე დამაფიქრებელი საკითხებიც წამოიჭრა წინ. ველოდები შემდეგ ლექციას. ❤️