ხათუნა ჯიქიძე პირველად აკადემიასთან შეხება მქონდა ძალიან ბევრი წლის წინ, როცა ჯერ სულ ახალი თემა იყო ჩვენს ქალაქში იოგა. მაშინაც და ახლაც ვთვლი რომ საუკეთესო, პროფესიონალი და საკუთარ საქმეზე შეყვარებული ხალხი მუშაობს აქ, თუმცა სამსახურს ვერ დავარქმევდი ამ ყველაფერს რადგან შემოქმედებითად და ფილოსოფიურად უდგებით ამ საკითხს. გარემო საოცარი მიხარია ყოველი დღე თქვენთან გატარებული, მადლობა ამ ყველაფრისთვის💕
ნიკოლოზ ქამუშაძე ჯერ დამწყები ვარ. შედეგს ველოდები! რაც მთავარია მომწონს.🙌
მარიამ გვიჩიანი ტანტრა ეს იყო თემა, რომელზეც ურთიერთგამომრიცხავი რაღაცები მქონდა წაკითხული. მადლობა საინტერესო ლექციისთვის, კომფორტული გარემოსთვის და იმ ინფორმაციისთვის, რაც გაგვიზიარეთ. ამ შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ უფრო ნათელი გახდა და ამასთანავე დამაფიქრებელი საკითხებიც წამოიჭრა წინ. ველოდები შემდეგ ლექციას. ❤️
თამუნა ქოთოლაშვილი ძალიან საინტერესოდ ჩაიარა ლექციამ ტანტრას შესახებ. ❤️ სიღრმისეულად და ყოვლისმომცველად წარმოგვიდგინეთ ტანტრა, როგორც სულიერი და ფილოსოფიური პრაქტიკა ძველ ინდოეთში, რომელიც სცდება თანამედროვე არასწორ ინტერპრეტაციებს ❤️ ასევე დიდი მადლობა იმ თბილი და ყურადღებიანი გარემოს შექმნისთვის, რომლითაც ყოველთვის გამოირჩევით ❤️
ია გვაზავა ლექცია ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული იყო. ძალიან თბილი და კომფორტული ატმოსფერო შეიქმნა, სადაც გიორგი საინტერესოდ გვიზიარებდა ცოდნას, რის გამოც პროცესი ძალიან მსუბუქად და სასიამოვნოდ მიმდინარეობდა. მომეწონა, რომ ყველაფერი მეგობრულ გარემოში, ჩაის სმასთან ერთად წარიმართა. დიდი მადლობა ასეთი მდიდარი და სასიამოვნო დღისათვის!
ნესტან ჯოჯუა გიორგის ტანტრას ლექციამ ბევრი რამ სხვა კუთხით დამანახა. ოდნავ განსხვავებული წარმოდგენა მქონდა, მაგრამ მისმა ახსნამ ახალი ხედვა მომცა. დღევანდელ რეალობაში უამრავი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება მსგავს თემაზე, ამიტომ ყველას, ვისაც აინტერესებს ტანტრა, ვურჩევ გიორგის ლექციას დაესწროს. იგი ტანტრას არსს გასაგებად ხსნის. ამასთან ერთად, კითხვა–პასუხის რეჟიმში შევეხეთ სხვა თემებსაც, ვისაუბრეთ ზოგად იოგას ფილოსოფიაზე, რამაც ლექციას კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხასიათი შესძინა.