დიკა ასლანიშვილი მოგესალმებით! იოგას აკადემიაში ვარჯიში ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო გადაწყვეტილებად იქცა. პირველივე გაკვეთილიდან მივხვდი, რომ აქ მხოლოდ ფიზიკური პრაქტიკა არ არის – ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია შენი სხეული და გონება ჰარმონიაში მოიყვანო. ინსტრუქტორები ძალიან ყურადღებიანები და პროფესიონალები არიან. მათგან ვსწავლობ არა მხოლოდ ასანების ტექნიკას, არამედ იოგას ფილოსოფიასაც, რაც ჩემთვის სულ უფრო საინტერესო ხდება. ამ ერთმა თვემ მაჩვენა, რომ იოგა ჩემთვის უბრალოდ ვარჯიში აღარ არის – ეს არის პროცესი, რომელიც უფრო მეტად მაგრძნობინებს კავშირს ჩემს სხეულთან, გონებასთან და შინაგან ენერგიასთან. მოუთმენლად ველოდები, როგორ განვითარდება ეს გამოცდილება მომავალში და რას მომიტანს იოგას კიდევ უფრო ღრმა შესწავლა.
სალომე ნიკოლაიშვილი პირველ რიგში მარიამი არის უსაყვარლესი გოგო❤️ ერთი თვეა დავდივარ და იოგამ ზუსტად ის მომცა რისი მოლოდინიც მქონდა. ჩემი ძალიან "აფორიაქებული" ცხოვრების სტილი დაამშვიდა, მასწავლა დეტალებზე დაკვირვება.! ბევრად კონცენტრირებული ვარ საკუთარ თავზე, ბევრად მშვიდად ვრეაგირებ მოვლენებზე. გარდა იმისა რომ ფიზიკურად ბევრად მოქნილი გავხდი, რაც მთავარია ვისწავლე საკუთარი სხეულის მიღება და დაფასება. პ.ს ცხოვრებაში პირველად არ მეზარება დილით გაღვიძება💐
ანა შონია იოგა ჩემთვის თერაპიაა. დაღლილი დღის ბოლოს განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, გარდა ამისა ჯამრთელობის ელექსირია. მჯდომარე სამსახურის შედეგად გამოწვეული ყველა პრობლემის წამალია. საუკეთესო ინსტრუქტორების ხელში საკუთარის სხეულის და სულის გამოწრთობისთვის იდეალური საშუალებაა.
salome gogilashvili იოგას სახლში მოსვლა ალბათ ჩემი ცხოვრების ბოლო პერიოდის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. სულ რამდენიმე თვეა რაც დავდივარ და უკვე ვხედავ უკეთესობას, როგორც ფიზიკური ისე მენტალური კუთხით. დიდი მოქნილობით არ გამოვირჩეოდი და რომ დავიწყე, არც მეგონა, რომ ბევრი რამ გამომივიდოდა, თუმცა ცალკე ბედნიერების ზღვაა, როცა შენს პატარა პროგრესებს ხედავ ყოველი ვარჯიშისას. ამაში ძალიან დიდი როლი აქვს ჩემს უსაყვარლეს თამარას, საუკეთესო ინსტრუქტორს და ადამიანს. მის ჯგუფში მოსვლა ყოველთვის ცალკე სიამოვნებაა და ვისურვებდი კიდევ სხვა დღეებშიც დაემატოს თამარას ჯგუფები :))) თუმცა, მგონია რომ იოგას სახლში მნიშვენლობა არ აქვს ვის ჯგუფში მოხვდები, ყველა ინსტრუქტორი მაქსიმალურს გააკეთებს, რომ შენი იოგური გამოცდილება იყოს საუკეთესო. მადლობა იოგას სახლს, რომ წელი აღარ მტკივა და ყოველ დღე უფრო მოქნილი ვებრძვი ჩემს შიშებს :))))
Lazare Kavteli გამარჯობა, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი მხიარული ინსტრუქტორით (მარიამ ხელაძე), მომწონს მისი ინდვიდუალური მიდგომა, პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და კომუნიკაციის უნარი.
სალომე ვახანია ვფიქრობ, იოგას ინსტრუქტორთა მოსამზადებელი კურსის გავლა იოგას სახლში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც მიმიღია. კურსის პრაქტიკული ნაწილი მთლიანად ორიენტირებულია ასანების სწორი შესრულების ტექნიკის გაგებასა და სწავლაზე, რათა ვარჯიში იყოს უსაფრთხო და სასიამოვნო. გონების პლასტიურობის შესანარჩუნებლად კი ძალიან სასარგებლოა იოგას ფილოსოფიური და თეორიული ნაწილი. აქ ხდება იოგას გარშემო არსებული მითების გაცამტვერება, იოგას ფილოსოფიის განხილვა და მასზე მსჯელობა. ეს პროცესი ჩემთვის ნამდვილი მოგზაურობაა საკუთარ თავში და აუცილებლად გირჩევთ დაინტერესდეთ, ბევრი საინტერესო რამ გელოდებათ :) მადლობა გიორგის, რომ აკეთებს იმას, რაც უყვარს. ეს მის თითოეულ შეხვედრაზე იგრძნობა.