ფილიალები

იოგას ინსტრუქტორთა ტრენერი

გიორგი ბერძენიშვილი

ინსტრუქტორები

ინსტრუქტორთა პროფესიული 200 საათიანი კურსი გაიარეს

რას წერენ ჩვენ შესახებ:

ყველა (176) გამოხმაურების ნახვა
გამოგვეხმაურეთ

თამარ გელიაშვილი არაჩვეულებრივი შეგრძნებაა! ყოველ ჯერზე მეტად მომწონს!
davit merabishvili ინსტრუქტორი ძალიან კარგი, შთაბეჭდილებები კარგი, შედეგი კარგი, გარემო კარგი.
ირინა მარგიშვილი იოგას სახლში მოსულს დამხვდა , ჰარმონიული და საოცრად თბილი გარემო. აქ მოვიწამლე იოგის სიყვარულით და ვფიქრობ ეს სამუდაომოა. ;) რაც იოგის პრაქტიკა დავიწყე ,ჩემი ცხოვრება გახდა ბევრად ჰარმონიული და მშვიდი. მეხმარება ემოციების კონტროლსა და სხეულის სიჯანსაღის შენარჩუნებაში.აღსანიშნავია ის, რომ იოგას სახლში პროფესიონალები მუშაობენ,გულმოდგინედ და გულისხმიერად უდგებიან თავიანთ საქმეს. მადლობა საინტერესო გარემოს შექმნისთვის @გიორგი ბერძენიშვილი .
მარიამ მერებაშვილი პირადად ჩემთვის, ის, რასაც მაძლევს იოგა: ფიზიკურ და მენტალურ სიჯანსაღეს, სტიმულს, ყოველი დღის დაწყების ხალისს, კომფორტს საკუთარ თავთან, ფიქრებთან, სხეულთან ... საოცრად სასიამოვნო შეგრძნებაა და ვფიქრობ, ეს ყველამ უნდა (გამო)სცადოს. "იოგას სახლში" იდეალური გარემო შემიქმნეს ამ ყველაფრისთვის, მადლიერი ვარ ამ ადგილის და უმაგრესი ინსტრუქტორის_გიორგი ბერძენიშვილის, რომელმაც საერთოდ სხვა თვალით დამანახა იოგას კულტურა, მისი როგორც არსი და ასევე, როგორც პრაქტიკა 🙏🏽❤️
თინა რუხაძე ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა გამევლო იოგას ინსტრუქტორთა მომზადების კურსი. თავდაპირველად იგი მოითხოვდა ბევრ დროს სამუშაო დღის შემდეგ, რაც არ იყო მარტივი. ბოლოს კი როლები შეიცვალა და სამსახური მოითხოვდა დროს იოგას გაკვეთილების წინ :) კურსის მასალები, ფიზიკური და გონებრივი ვარჯიში და ძიებები გადაიქცა მთვარ მამოძრავებელ ძალად და მე ყოველ დღე ველოდი რას გავიგებდი ახლს იოგაზე და პიროვნულ მე-ზე სხვათა გამოცდილებიდან. გიორგის შედგენილი პროგრამა იყო თანმიმდევრული და მრავლისმომცველი. ვისწავლეთ ასანების ანატომიურად განხილვა,პრინციპების პოვნა, რომ ყოველ ახალ ასანაში შევძლოთ სიმყარის და სიმსუბუქის მიღწევა. ძალიან სასიამოვნო იყო ჯგუფის სხვა წევრებთან ურთიერთობა, აზრების გაზიარება, ერთობლივი მსჯელობა და სიხარულის დანახვა მათ სახეზე, როცა რომელიმე ჩვენგანი დაძლევდა ახალ დაბრკოლებას ფიზიკური თუ გონებრივი განვითარების გზაზე. თითქოს უხილავად ხელს ვაშველებდით ერთმანეთს. დიდი მადლობა მათ ამისთვის. ძალიან მიყვარხართ ♡ დიდი მადლობა გიორგის და იოგას სახლს. საოცარი თავგადასავალი გელით მათ, ვინც მომავალში გაივლით ამ კურსს ♡
გოგა თაბუკაშვილი იოგას ინსტრუქტორთა მოსამზადებელ კურსამდე არ მქონია შეხება იოგასთან, თუმცა ყოველთვის მაინტერესებდა. როცა გავიგე, ამ კურსის შესახებ, იმ წამსვე მივწერე გიორგის და სულ რამდენიმე წუთში გადავწყვიტე რომ ეს ის კურსი იყო, რომელიც მე უნდა გამევლო. რამდენიმე დღის წინ დასრულდა კურსი და დაიწყო ახალი, ძალიან საინტერესო და საკმაოდ გამომწვევი ეტაპი ჩემ ცხოვრებაში. მოტივაცია, ენერგია, სილაღე, ბალანსი, სიყვარული .... ეს არის რაც მიმაქვს ამ კურსიდან. დიდი მადლობა გიორგი , დღეს კიდევ უფრო მეტს ვეძებ ჩემ შიგნით თუ ჩემ გარეთ, და რაც მთავარი ამ ძიებაში ბედნიერებას ვგრძნობ ყოველ წამში. ❤️

ფოტოგალერეა


© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია