ელისაბედ რურუა
ისე მომწონს თქვენთან,საოცარი გარემოა სიმშვიდე,მეგონა ვერ შევძლებდი,წარმოუდგენლად მიმაჩნდა მევლო იოგაზე, რატომღაც🤷🏻♀️ვცდებოდი აშკარად😊თქვენი დამსახურებაა რომ სიხარულით მოვიჩქარი თქვენსკენ,კვირაში სამჯერ დავდიოდი და მეოთხე დღეც დავიმატე😇🙆♀️აღარც წელი მტკივა,სწორედ ამ მიზეზით მოვედი თქვენთან,კიდეკაი თორე ვერ აღმოგაჩენდით😀🙈მადლობა სულიერი სიმშვიდისთვის❤️
ანა ყაველაშვილი
კარგი და სასიამოვნო , პროფისიანალების გუნდი და გარემო.
პირადად ჩემთვის კომფორტული პირობები და ვარჯიშების კომპლექსი ( წელის, თავის და სახსრების ტკივილები) . აგრეთვე ემოციური ბალანსი, სულიერი სიმშვიდე. ჯერ ჯერობით პროცესში ღრმა ჩართულობა არ მაქვს , მაგრამ მომავალში სურვილი მაქვს შევისწავლო და შევირგო როგორც ფილოსოფია, მედიტაცია ასევე საჭირო კვება და დიეტა.
დიდი მადლობა გიორგი ბერძენიშვილს ამ შრომისთვის და საუკეთესო გუნდის და გარემოს შქმნაში.
ნინი გოგოძე
ბედნიერი ვარ, რომ 7 თვის წინ დიდი ნაბიჯი გადავდგი და ჩემს პატარა ქალაქ ფოთში, ყველაზე მყუდრო და ნათელი კარი შევაღე, სადაც სულ ღიმილიანი გოგონები მხვდებიან.
მადლობა მინდა გადავუხადო მარიკა გაბელიას, რომელმაც შესაძლებლობა მომცა ამ პატარა ოჯახის წევრი გავმხდარიყავი.
იოგას საშუალებით თითქმის სრულად დავამარცხე მუდმივი თავის ტკივილები და მშობიარობის შემდგომი დეპრესია. ცხოვრება გახდა ბევრად უფრო საინტერესო, ფერადი და მშვენიერი. მადლიერების გრძნობა გამიჩნდა სამყაროსადმი, იმ მიზეზთა გამო, რასაც ადრე საერთოდ არ ვამჩნევდი. არვიცი რამდენად სრულფასოვანი იქნება ჩემი კვალი ამ უდიდეს თავგადასავალში, თუმცა ძალიან მიხარია, რომ მეც მაქვს შესაძლებლობა ამ ყველაფრის ნაწილი ვიყო.
მადლობა მარის, იმისთვის, რომ ყოველი პრაქტიკის შემდეგ იმაზე უკეთესი გამოვდივარ, ვიდრე ვიყავი ❤️
ნატალი ფონჯავიძე
ძალიან დიდი მადლობა იოგას სახლს და განსაკუთრებით იზას მთელი ამ პერიოდის მანძილზე მუდამ პოზიტივით სავსე განწყობოსთვის, დადებითი მუხტისთვის რაც ყოველი ვიზიტის დროს იგრძნობოდა. ყველაზე არასპორტული ადამიანი ვარ, თუმცა საკმაოდ დიდი ცვლილება განვიცადე ამ რამოდენიმე თვეში ❤️
ხატია ცხვედაძე
მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჩემი არ არის, იოგა მომწონს და უფრო ხალისით დავდივარ. ძალიან მომწონს ინსტრუქტორები, თამარა არის ჩემი აღმოჩენა , საოცარი გოგოა და მასთან ერთად ვარჯიში არ მეზარება.
ხატია ვასაძე
ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ აშთანგა იოგას კურსით. აქ დაგხვდებათ პროფესიონალების გუნდი, საუკეთესო სავარჯიშო გარემო.
ძალიან დიდ მადლობას ვუხდი უმაგრეს და უმაღლესი პროფესიონალიზმის მქონე ტრენერს, ბატონ გიორგის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის გაზიარებისთვის