Facebook
Instagram
Youtube
Tiktok

იოგას ინსტრუქტორთა ტრენერი

გიორგი ბერძენიშვილი

ინსტრუქტორები

რას წერენ ჩვენ შესახებ:

ყველა ( 374 ) გამოხმაურების ნახვა
გამოგვეხმაურეთ

Lazare Kavteli გამარჯობა, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი მხიარული ინსტრუქტორით (მარიამ ხელაძე), მომწონს მისი ინდვიდუალური მიდგომა, პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და კომუნიკაციის უნარი.
სალომე ვახანია ვფიქრობ, იოგას ინსტრუქტორთა მოსამზადებელი კურსის გავლა იოგას სახლში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც მიმიღია. კურსის პრაქტიკული ნაწილი მთლიანად ორიენტირებულია ასანების სწორი შესრულების ტექნიკის გაგებასა და სწავლაზე, რათა ვარჯიში იყოს უსაფრთხო და სასიამოვნო. გონების პლასტიურობის შესანარჩუნებლად კი ძალიან სასარგებლოა იოგას ფილოსოფიური და თეორიული ნაწილი. აქ ხდება იოგას გარშემო არსებული მითების გაცამტვერება, იოგას ფილოსოფიის განხილვა და მასზე მსჯელობა. ეს პროცესი ჩემთვის ნამდვილი მოგზაურობაა საკუთარ თავში და აუცილებლად გირჩევთ დაინტერესდეთ, ბევრი საინტერესო რამ გელოდებათ :) მადლობა გიორგის, რომ აკეთებს იმას, რაც უყვარს. ეს მის თითოეულ შეხვედრაზე იგრძნობა.
თამარ რაქვიაშვილი კურსი ნამდვილად საინტერესო და ღირებული გამოცდილება იყო. ბევრი ახალი ცოდნა და ხედვა მივიღე, რაც ჩემი პირადი და პროფესიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანი იქნება. პროცესმა ბევრი სასარგებლო უნარი და ინსპირაცია მომცა. მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისთვის!
თაკო კალანდაძე იოგას ინსტრუქტორთა მოსამზადებელი კურსი ნამდვილად საინტერესო გამოწვევა და ამავდროულად, კარგი შესაძლებლობა იყო თვითგანვითარებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ კურსმა ბევრი რამ შეცვალა ჩემში. კურსი მრავალფეროვანია და არ არის ორიენტირებული მხოლოდ ასანების/ანატომიის შესწავლაზე, დიდი დრო ეთმობა იოგას ფილოსოფიას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც, ეს არ იყო გზა მხოლოდ ინსტრუქტორობისკენ, არამედ გზა პიროვნული ზრდისკენაც. მადლობა და წარმატებები ყველას ამ გზაზე...
ანუკი გაბინაშვილი მინდა დავწერო იოგას აკადემიაზე 🌸 მე ერთერთი კურსდამთავრებული ვარ, რომელმაც იოგას აკადემიაში, მასწავლებლის კურსის დაწყებიდან 2 კვირაშივე დაიწყო მუშაობა ამ განხრით. ის რომ თამამად შევძელი იმ პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე რასაც “იოგას მასწავლებელი” ჰქვია ზუსტადაც რომ ამ კურსის დამსახურებაა. ჩემი იოგური კარიერა დღემდე წარმატებით გრძელდება და ეს სწორედ ამ ადგილას მიღებული ცოდნის ნაყოფია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემს მასწავლებელს გიორგი ბერძენიშვილს, იმ ცოდნისთვის, რაც გამიზიარა და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ისევ 300 საათიანი მასწავლებლის კურსზე. 😇
ანა ულუმბელაშვილი იოგას სახლი არის სივრცე, რომელიც გაგრძნობინებს რომ პროფესიონალთა გარემოში მოხვდი. მადლობა თამარას ყოველი სასიამოვნო შეხვედრისთვის, ყოველ გაკვეთილზე გზრდის და გასწავლის ემოციურ ბალანსს <3

© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია