ინსტრუქტორი და ინსტრუქტორთა ტრენერი

გიორგი ბერძენიშვილი

ინსტრუქტორები

ტუტორები

რას წერენ ჩვენ შესახებ:

ყველა (124) გამოხმაურების ნახვა
გამოგვეხმაურეთ

ანა კირვალიძე იოგას სახლი არის ადგილი, სადაც არამარტო პროფესიონალ ინსტრუქტორთან ერთან ვვარჯიშობ არამედ გარემო, რომელიც დამეხმარა ემოციური ბალანსის მოპოვებაში და გამიუმჯობესდა კონცენტრაციის უნარი. რაც შეეხება ფიზიკურ ჯანმრთელობას ხერხემლის ტკივილები ნელ-ნელა გამიქრა და ქუჩაში სიარულის დროს ზურგის ტკივილებიც გაქრა. გამიუმჯობესდა ხერხემლის მდგომარეობა რაც გულისხმობს იმას,რომ დაჯდომის დროს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ვინარჩუნებ გამართულ მდგომარეობას და რა თქმა უნდა სხეულის ფორმებიც გამიუმჯობესდა. მადლობა ბატონ გიორგის არაჩვეულებრივი გაკვეთილებისთვის 💓💓 თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ სად დაიწყოთ იოგას ვარჯიში Yoga House is highly recommended !! 🧘‍♀️🧘‍♂️🤸‍♂️
კარინე ვართანიანი ადგილი, სადაც პოზიტიური ენერგიის გამომუშავებაში გეხმარებიან 🤗 საოცარი ატმოსფერო და ადამიანები. ცოტახნით წყდები ყველაფერს 🧘‍♀️ Highly Recommended
მაკა გოგოლაშვილი მესამე თვეა, რაც დავიწყე იოგაზე სიარული, მიზეზი რის გამოც მივიღე ვარჯიშის დაწყების გადაწყვეტილება იყო აუტანელი, ძლიერი ხასიათის ტკივილი ხერხემლის გასწვრივ, განსაკუთრებით გულმკერდისა და წელის არეში, ასევე ძვალ-სახსროვანი სისტემის ქრონიკული ტკივილი. პირველივე თვიდან ვიგრძენი წელის არეში შვება,თანდათან ტკივილი მომეხსნა და მიმავიწყდა კიდეც, შემდეგ ხერხემლის დანარჩენმა ნაწილმაც იგრძნო შვება. რაც შეეხება სახსრებს, ვერ მოგატყუებთ, ჯერ კიდევ მტკივა.(ბევრად მსუბუქად) მჯერა, სწორი ვარჯიშის შედეგად ესეც გაივლის, რადგან მოვხვდი გარემოში, სადაც თითოეული ინსტრუქტორი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, მეგობრული განწყობითა და მოთმინების დიდი უნარით, რათა შენთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიონ იმ დასახულ მიზანს, რომელსაც ჯანმრთელობა ჰქვია. ეს არის ადგილი სადაც ყოველთვის თბილად გხვდებიან❣️
ანა ჩაჩხიანი დიდი ხანი ვფიქრობდი იოგაზე სიარულის დაწყებას, თუმცა ვერ შევარჩიე თუ სად.. სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე იოგას სახლში წერეთელზე. გარემო ძალიან მეგობრული და სასიამოვნოა <3 მიხარია რომ ამ გუნდის წევრი გავხდი <3 მადლობა ბატონ გიორგის პროფესიონალიზმისა და არაჩვეულებრივი გაკვეთილებისთვის ^_^
თათია ტურაშვილი ძალიან მიხარია, რომ იოგას ვარჯიში სწორედ იოგას სახლში დავიწყე! ჩემთვის ვარჯიშის ყოველი დღე არის ბედნიერება, რადგან ვიცი, საკუთარ თავს დავუმტკიცებ, რომ ყოველ ჯერზე შესაძლებელია უკეთესი ვიყო. იოგამ მასწავლა დისციპლინა, საკუთარი თავის მოვლა და განტვირთვა. დიდი მადლობა ამისთვის და ბევრი კარგი ახალი სიმღერისთვის, რომლებიც ვარჯიშის დროს აღმოვაჩინე! <3
გვანცა კალანდაძე სამსახურის გარე აქტივობებს შორის იოგა არის ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტული. ყოველთვის როცა დრო და სხვა საშუალებები ხელს მაძლევს, მოვდივარ იოგაზე. მე აქ მავიწყდება , რომ მშია, რომ მწყურია, რომ დაღლილი ვარ. თავს მშვიდად და რეალიზებულად ვგრძნობ. უკვე წელიწადია თქვენთან ვთანამშრომლობ, მაგრამ ამ თვეში კიდევ უფრო მეტად ვიგრძენი, როგორი ძვირფასია თქვენთვის თითოეული ჩვენგანი. თქვენ ნამდვილად გიყვართ საქმე, რომელსაც აკეთებთ და ჩვენც ნამდვილად გვიყვარხართ თქვენ. გიორგი ბერძენიშვილი კი ის ადამიანი, რომელის პოსტებსაც ყველაზე მეტი გადაზიარება აქვს ჩემს გვერდზე :) დროებით გემშვიდობებით, მალე დავბრუნდები უკეთესი სურვილებით, გვანცა

ფოტოგალერეა


© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია