ფილიალები

იოგას ინსტრუქტორთა ტრენერი

გიორგი ბერძენიშვილი

ინსტრუქტორები

რას წერენ ჩვენ შესახებ:

ყველა (208) გამოხმაურების ნახვა
გამოგვეხმაურეთ

შორენა ადეიშვილი პირველად საცდელად დავესწარი იოგის ჯგუფურ გაკვეთილს ვერა სხირტლაძესთან, ძალიან მომეწონა, მადლობა მას!!!❤️ მაგრამ მივხვდი, რომ დასაწყისისთვის, თან ჩემი ასაკისა და წონის გათვალისწინებით, ნაადრევი იქნებოდა ჯგუფთან ინტენსიური ვარჯიში, ამიტომაც გადავწყვიტე პერსონალური ვარჯიში მარიამ ხელაძესთან, რომელიც არის ძალიან კარგი და ნამდვილი პროფესიონალი, ძალიან მომწონს მისი მიდგომა, აქვს დადებითი აურა, გაკვირდება, გეხმარება, გაძლევს მიმართულებებს. ძალიან კმაყოფილი ვარ.ძალიან კარგი ინსტრუქტორია და გარემოც არაჩვეულებრივია❤️❤️❤️იმედი მაქვს შევძლებ ინტესიურად სიარულს......
მარიამ მამადაშვილი 🌸იზა არის ძალიან ყურადღებიანი და პროფესიონალი თავის საქმეში, აქვს არაჩვეულებრივი მიდგომა, ყოველთვის მოუთმენლად ველოდები შემდეგ გაკვეთილს, უდიდეს რეკომენდაციას ვუწევ მასთან ვარჯიშს🌸
Ნინო Ტაბატაძე 🌈Მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ ერთი თვეა ვვარჯიშობ საგრძნობლად გამიძლიერდა როგორც ფიზიკური ისე სულიერი მდგომარეობა, რადგან ვფიქრობ დაღლილობისა და სტრესისგნან განთავისუფლების საუკეთესო საშუალებაა. Ძალიან მიხარია რომ ულამაზესი და საოცრად პოზიტიური პროფესიონალი ინსტრუქტური(ვერას 🌸) დამსახურებით იოგა ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა . 💜💜💜
სალომე ჩხაიძე ძალიან მიყვარს მთელი თქვენი გუნდი, და თქვენი ცენტრი, თანაც ეს ონლაინ გაკვეთილები ზუსტად ჩემთვისაა შექმნილი :)))) აუცილებლად დაგიბრუნდებით კვლავ <3
ენდი ჭელიძე ჯერ მხოლოდ ერთი თვეა რაც დავდივარ, თუმცა, უკვე საგრძნობლად გამიუმჯობესდა ფიზიკური მონაცემები (ხელები გამიმაგრდა, მომეხსნა სხეულის დაძაბულობა, ვპოულობ ბალანსის წერტილებსა და ვხდები მეტად მოქნილი) 🥰 და არა მხოლოდ.. სამსახურიდან დაღლილი შევდივარ დარბაზში, მაგრამ იქედან პოზიტივით და ენერგიით დატვირთული გამოვდივარ. 😍😍 არაჩვეულებრივი გარემო და პროფესიონალი ინსტრუქტორები ( ეთო ❤️ ) არის ის მთავარი ფაქტორი რის გამოც იოგას სახლში მისვლა ყველაზე მეტად მიხარია 💜💜
ხათუნა კალანდარიშვილი იოგას ასანებს ვეუფლები ალბათ წლებია, ჩემთვის ესაა ცხოვრების წესი, სულერი წონასწორობა, ბალანსი, ფიზიკური და მენტალური წრთობა, ჰარმონია, პატარ- პატარა გამარჯვებები , რომელიც საკუთარ შესაძლებლობებს აღმოგაჩენინებს და შეგაყვარებს!, რაღაც მომენტში აღმოვაჩინე რომ, უფრო მეტი უნდა მცოდნოდა, უფრო სრულად უნდა ჩავწდომოდი იოგას ჰარმონიას და ვისთვის უნდა მიმემართა თუ არა "იოგა სახლისთვის" , გიორგი ბერძენიშვილისთვის და მისი პროფესიონალური გუნდისთვის ? გადაწყვეტილებაც მივიღე სპონტანურად, თან სწავლება მიმდინარეობდა ონლაინადაც და ეს ჩემთვის ფრიად მოსახერხებელი იყო , ვცხოვრობ ბათუმში და იოგას სახლში ვიზიტებზე ვერც კი ვიოცნებებდი :)შევიტანე ჩემთვის ამბიციური განაცხადი, იოგას ინსტრუქტორთა მოსამზადებელ კურსებზე და დავიწყე ონლაინ თეორიული და პრაქტიკული კურსის შესწავლა, რომელშიც მართლაც სინთეზია ამ ორი ცოდნისა და გამოცდილების. შესასრულებელ ასანებს თან ახლავს დეტალური თეორიული სასწავლო მასალა -ახსნა, სუნთქვის პრაქტიკა და სხეულის მდგომარეობის, კონცენტრაციის წარმართვისა და მოშვება -მოდუნება, რელაქსაციის შესახებ, ერთთვიანი გამოცდილების შემდეგ, გუნდთან მუშაობითა და თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის დაუფლებით , მოხდა უჩვეულო რამ, ქუჩაში წავიქეცი და დავიზიანე ტერფი, იოგას ასანების შესრულებას გარკვეული დროით ვერ შევძლებდი, მაგრამ ისევ გიორგის, ინსტრუქტორი- მარიამ ხელაძის დახმარებით , სწორად შერჩეული პოზებით, ადამიანური სითბოსა და თანადგომის გამოჩენით, ისევ შემიძლია "მზეს მივესალმო", " წერო" ვიყო, ზოგჯერ " მთა", " კატა" , " გუთანი" " მშვილდი" " ხიდი " , მადლობა ამისათვის, მადლობა მარიამს, დაუზარებელ ჩემს " პირად" ინსტრუქტორს, მოთმინებისთვის , ინდივიდუალური მიდგომისათვის, ცოდნის გაზიარებისათვის, დროის ჩემთვის მორგებისთვის, ჩემი შესაძლებლობის გამოვლენისთვის, თავდაჯერებულობის მომატებისთვის და სიმსუბუქისთვის! წარმატებებს გისურვებთ, მადლობა რომ პოპულარიზაციას უწევთ იოგას საქართველოში, აგყავთ მაღალ ხარისხში, დებთ მასში ბევრ ადამიანურ შრომას, ფილოსოფიას, უნარებს, გამოცდილებას, საუკეთესო ტრადიციებს, ! პირველები ხართ !

ფოტოგალერეა


© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია