ფილიალები

იოგას ინსტრუქტორთა ტრენერი

გიორგი ბერძენიშვილი

ინსტრუქტორები

ამჟამად ინსტრუქტორთა სასერტიფიკატო 200 საათიან კურს გადიან

რას წერენ ჩვენ შესახებ:

ყველა (161) გამოხმაურების ნახვა
გამოგვეხმაურეთ

მარიამ გამყრელიძე ცხოვრებაში არის რაღაც განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი "წერტილები", რომელიც Შემდეგ სხივის სათავედ გადაიქცევა და თავისი მასშტაბურობით მთელს ცხოვრებას გასდევს.. მგონია ასეთი მნიშვნელოვანი "წერტილია" იოგას ინსტრუქტორთა კურსის დაწყება.. ეს კურსი ასეთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უმეტესად იმის წყალობით, რომ ძალიან კომპლექსურია და თითქმის არ რჩება არც ერთი დეტალი, რომელსაც არ Შეეხება, ეს კომპლექსურობა კი სწორედ Შესაძლებლობების სრულქმნის საწინდარია.. ამ ადგილას, კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე ის, რაც ისედაც მჯეროდა და ვიცოდი, მაგრამ ამ კურსის Შემდეგ უკვე მყარად დარწმუნებული ვარ💙 მიყვარს ყველა ადამიანი, რომელიც ამ კურსს ქმნის და თუ თავიდან Ჩემი მოტივაცია იოგის საფუძვლიანი ათვისება იყო პირადი მოტივებისთვის, ახლა სურვილიც კი გამიჩნდა ეს უზღვავი პოზიტივი სხვა ხალხსაც გავუზიარო😇 იოგას მთავარი წესია "არასოდეს გაჩერდე იქ, სადაც სუნთქვა არ Შეგიძლია", „იოგას სახლი“ კი ის ადგილია, სადაც სუნთქვაში მუდამ ხელს გიწყობენ, პირდაპირი და გადატანითი მნისვნელობით ❤🧡💛💚💙 თქვენს თავს უკეთეს საჩუქარს ნამდვილად ვერ გაუკეთებთ 💙
ვერა სხირტლაძე 💫თითქმის ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა იოგა, როგორც ცხოვრების სტილი, ყველა ასპექტით... ვოცნებობდი რომ როდისმე მეც იოგი გავხდები. ამ ზაფხულს სრულიად მოულოდნელად მოვხვდი პირდაპირ ინტრუქტორების მომზადების კურსზე, გიორგი ბერძენიშვილთან, და ვარ ეხლა ძალიან ბედნიერი და მოხარული, რომ ასე მოხდა! 💖 თავიდან მეშინოდა, რომ გამოუცდელი ვარ და ჩემთვის იოგა უცხო სამყაროა, მაგრამ ეხლა კურსის შუაში ვართ და დავრწმუნდი, რომ სწორე არჩევანი გავაკეთე. ზუსტად დამწყებისთვის საუკეთესოა ეს კურსი, რადგან დაწვრილებით ვარჩევთ , როგორ სწორედ და ეფექტურად შევასრულოთ ასანები, რომ სასხრები არ დავაზიანოთ და მაქსიმალური სარგებლობა მივიღოთ ვარჯიშის დროს. ძალიან საინტერესო სუნთქვის პრაქტიკა, იოგას ეტიკა და მედიტაციაც.მგონი ზუსტად ასე უნდა დაიწყოს ადამიანმა იოგას შესწავლა,, რადგან ასე უფრო გააზრებულად და სწორედ მიუდგება პრაქტიკასაც. 1 თვეში გავძლიერდი, ენერგია მომემატა და მგონი უფრო მშვიდი გავხდი🧘‍♂️. საოცარი ჯგუპელები მყავს💗🤸‍♀️ და საუკეთესო მასწავლებელი, მცოდნე, პროფესიონალი , კარგი იუმორით 😎🧘‍♂️ ბედნიერი ვარ, რომ მოვხვდი იოგას სახლში, ნამდვილად თბილ , მეგობრულ და საოცარ გარემოში , აქ მოსვლა ყოველთვის მიხარია 💓🙏💓
სალომე ხელაშვილი კარგები ხართ, ნინო, გიორგი და იზასთან მივარჯიშია და ძალიან ძლიერები არიან. სქოლიოზი მაქვს და ძალიან მეხმარებ ვარჯიში. საზაფხულო არდადეგების მერე აუცილებლად დაგიბრუნდებით 😃
რიტა ბაინდურაშვილი მჯდომარე სამუშაო რეჟიმის გამო ხერხემლის პრობლემა შემექმნა და ექიმმა აქტიური, სტაბილური ვარჯიში მირჩია, მათ შორის ყოველდღიურად მეკეთებინა "კობრას", "თავაწეული ძაღლის" და მსგავსი ვარჯიშები, ჰოდა, მაშინ ვიფიქრე - მოდი, იყოს სულაც იოგა, რატომაც არა! თან გავიგე, რომ ჩემს სახლთნ ახლოს გახსნილიყო გლდანის ფილიალი. გიორგი ბერძენიშვილს შევჩივლე ჩემი პრობლემები და მითხრა, რომ იოგა ნამდვილად დამეხმარებოდა - აი, ასე დავიწყე... მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ერთი თვეა დავდივარ და ჩემი წონის გამო დიდად ზუსტი ვერ ვარ :))) თავს უკვე უკეთესად ვგრძნობ! იოგა ჩემი სიყვარული გახდა და იზა ვაშაკიძე (ტრენერი) ჩემი საიმედო დამხმარე, რომელსაც ვეუბნები ხოლმე: იზა, მოგყვები ბოლომდე-თქო :))) მგონი, მართლა მთელი ცხოვრება ვივლი :))) მიყვარხართ! გაიხარეთ! წარმატებები თქვენც და ჩემს თავსაც! <3
ნინო ბარბაკაძე თითქმის 2 წელი ველოდებოდი იოგას ინსტრუქტორთა მომზადების კურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებობას. ბედნიერი ვარ, რომ გავხდი პროგრამის მონაწილე. ამ შესაძლებლობისთვის დიდი მადლობა იოგას სახლს და გიორგი ბერძენიშვილს.გიორგისგან და იოგასგან მხოლოდ საინტერესოს და სასარგებლოს ველოდები, მაგრამ კურსის შინაარსმა გადააჭარბა სასიამოვნო მოლოდინს. ეს არის ძალიან გონივრულად, თანმიმდევრულად, პროფესიონალურად და რაც მთავარია სტუდენტისთვის გასაგებად და საინტერესოდ შედგენილი პროგრამა.ყოველი ლექციის შემდეგ ხდება უკეთესი გააზრება იოგას არსის, თითოეული ასანის და საკუთარი თავის, მეტი ენერგია და სურვილი უფრო მეტის შესაცნობად, მეტი უნარი საკუთარი თავის და სხვების განვითარების ხელშეწყობისთვის. ,,იოგას სახლი" ნამდვილად მოიცავს თავის თავში სახლის და შინაურული გარემოს შინაარსს. არასტრესული გარემო, პროფესიონალი მენტორი და საინტერესო, ერუდირებული და მეგობრული კურსელების გარემოცვა
ნინო გიგუაშვილი არ შეიძლება იოგაზე დადიოდე და ვერ ხედავდე განსხვავებას იოგამდელ და იოგას შემდეგ ცხოვრებას შორის. ჩემს შემთხვევაშიც გარდამტეხი აღმოჩნდა 1 წლის წინ "იოგას სახლის" შეღებული კარი... ესაა ადგილი განვითარებისთვის, ინსპირაციისთვის, დაუვიწყარი მოგზაურობისთვის შენს ფიზიკურ თუ სულიერ სამყაროში და უბრალოდ კარგად ყოფნისთვის. "იოგას სახლის"მიერ გამოცხადებული იოგას ინსტრუქტორთა მოსამზადებელი კურსი გიორგი ბერძენიშვილის ავტორობით, უნიკალურია თავისი არსით კომპლექსურობით და მრავალმხრივობით არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ თამამად ვიტყვი რომ გლობალურადაც, რამდენადაც ფიზიკური დატვირტვასთან ერთად მოიცავს ფილოსოფიას, ეთიკას,ანატომიას, სუნთქვის ხელოვნებას, კვების საკითხებს, ყველაფერს რაც საბოლოოდ იოგას აქცევს ცნობიერების მართვის მეთოდად, პროცესად რომელიც თავადაა მიზანი. აქ შექმნილი მეგობრული და პროფესიონალური გარემო, ინდივიდუალური მიდგომა და ძალისხმევა თავის გზას პოულობს და გაორმაგებული ენერგიით უბრუნდება მაძიებელს, დიახ, იოგა პირველ რიგში მაძიებლებისთვისაა, იმ ადამიანებისთვის ვისაც სურთ "თავად გახდნენ ცვლილება, რომლის დანახვაც სურთ სამყაროში"

ფოტოგალერეა


© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია